ესპანეთი ჩილესთან მარცხს ბოლო წამებზე დაუძვრა [VIDEO]

AutoSharing Option
ჟენევაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანეთმა ამხანაგური მატჩი გამართა ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ და ორჯერ შეძლო წონასწორობის აღდგენა - 2:2.

სამხრეთამერიკელები ედუარდო ვარგასმა დააწინაურა, რომელიც გოლკიპერთან პირისპირ გავიდა, თუმცა ხესუს ნავასის ჩაწოდების შემდეგ რობერტო სოლდადომ წონასწორობა აღადგინა.

ტაიმის მიწურულს ვარგასმა დუბლი შეასრულა.

ესპანეთი მარცხს 91-ე წუთზე გადაურჩა, როცა ნავასმა გაიტანა ახლო მანძილიდან.

აღსანიშნავია, რომ ვისენტე დელ ბოსკემაც არ დააყენა ძირითადში იკერ კასილიასი. კარს ვიქტორ ვალდესი იცავდა, რომელიც შემდეგ პეპე რეინამ შეცვალა.

ვისენტე დელ ბოსკე: "დიდებული მეტოქე გვყავდა, რომელმაც უბრალოდ, არ მოგვცა თამაშის
საშუალება. მეტოქე თავგანწირვით გვეომა, თუმცა გოლის გატანა ბოლოს მაინც მოვახერხეთ"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ნეიმარი: პორტუგალიელებს დავუმტკიცე, რომ უხეშობით ჩემი შეშინება შეუძლებელია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული