ვინ არის მადრიდის "რეალის" ინკოგნიტო ფრანგი სამიზნე

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მოლაპარაკებას აწარმოებს ინკოგნიტო ფეხბურთელთან "სამეფო კლუბში" ტრანსფერის თაობაზე.

ცნობილია მხოლოდ, რომ ეს მედიისთვის უცნობი ფეხბურთელი ფრანგია. "სამეფო კლუბის" ბოსმა იტალიურ ქალაქ ვერონაში კლუბის თვითმფრინავი გააგზავნა, რათა ამ ფეხბურთელის მამა მოლაპარაკების გასამართავად მადრიდში ჩავიდეს.

ესპანურ მედიას ორი ვარიანტი აქვს შემუშავებული: ეს უცნობი ფეხბურთელი ან "იუვენტუსის" ნახევარმცველი პოლ პოგბაა, რომელსაც "რეალში" რეკომენდაციას რაფაელ ვარანი უწევს, ან "მილანის" ახალგაზრდა შემტევი მბაიე ნიანგი.

ასევე იხილეთ:
ფლორენტინო პერესი: "რეალს" სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ საზონი არ გავა,რეალმა 5-6 ფეხბურთელი არ იყიდოს, უთამაშებლობით ფორმა არ დააკარგინოს და გუნდიდან არ გაყაროს. გალათასარაისთან სტუმრად,მარტო მეკარე(წლევანდელი ნაყიდი)იყო ესპანელი დანარჩენები უცხოელი. მაშინ როცა ბარსას შემადგენლობაში ხანდახან 11-ვე ფეხბურთელი მის სკოლაში აღზრდილები არიან ხოლმე.
giorgi
17:43 15-04-2013
0

სიახლეები პოპულარული