"რეალი" "კლასიკოს" გადატანას მოითხოვს

AutoSharing Option
ესპანეთში 2017/18 წლის კალენდარი წილისყრით განისაზღვრა. ბუნებრივია, ყველას აინტერესებდა, როდის გაიმართება ორი "კლასიკო" - პირველი მადრიდში 20 დეკემბერს უნდა შედგეს, მეორე თამაში "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 6 მაისზე მოდის.

"სამეფო კლუბი" პირველი დაპირისპირების გადატანას მოითხოვს, რადგან სამი დღით ადრე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალია აბუ-დაბიში, "რეალში" კი ეიმედებათ, რომ ფინალში მათი გუნდი ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ