FIFA-მ "ბარსელონა" და ნეიმარი გაამართლა

AutoSharing Option
FIFA-მ ბრაზილიურ "სანტოსს" "ბარსელონასა" და ნეიმარის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

ნეიმარი "სანტოსიდან" "ბარსელონაში" 2013 წელს, ოფიციალური ინფორმაციით, 57 მილიონ ევროდ გადავიდა. აქედან "სანტოსს" მხოლოდ 17 მილიონი შეხვდა, რადგან ბრაზილიური კლუბი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების ნაწილს ფლობდა.

"სანტოსმა" FIFA-ში საჩივარი 2015 წლის მაისში შეიტანა. ბრაზილიელების მტკიცებით, "ბარსელონამ" და ნეიმარმა გარიგების პირობები დაარღვიეს. თუმცა FIFA-მ დარღვევები ვერ აღმოაჩინა და სამხრეთამერიკული კლუბის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ნეიმარის "ბარსელონაში" ტრანსფერზე დავა ამით არ დასრულებულა. ცნობილია, რომ კატალონიურ მხარეს კომპანია DIS ედავება, რომელიც ნეიმარის სატრანსფერო
უფლებების ნაწილს ფლობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული