"ბარსელონას" პრეზიდენტი: ვერატის ტრანსფერი, დღესდღეობით, შეუძლებელია

AutoSharing Option
ხოსეპ მარია ბართომეუ, მარკო ვერატის ტრანსფერთან დაკავშირებით, დუმილს არღვევს. "ბარსელონას" პრეზიდენტი მისი კლუბის ინტერესს ადასტურებს და იმასაც აცხადებს, რომ კატალონიაში თამაში თავად ფეხბურთელსაც სურს. თუმცა პრობლემას იმაში ხედავს, რომ "პარი სენ ჟერმენი" მოლაპარაკებების გამართვასაც კი არ აპირებს.

Sport-ის ჟურნალისტის მიერ ვერატისთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ბართომეუ ასე პასუხობს:

"ვერატის დამატება გვინდა. როგორც ვიცით, "ბარსელონაში" გადმოსვლის სურვილი თავად ფეხბურთელსაც აქვს. პრობლემა ისაა, რომ პსჟ ჩვენთან ლაპარაკსაც კი არ აპირებს. ვერატის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებული არაა, რის გამოც ჩვენ მისი შეძენა არ შეგვიძლია.

პარიზული კლუბი გვეუბნება: "ფეხბურთელის გაყიდვა არ გვინდა. ამ საკითხზე მოლაპარაკებებსაც კი არ გავმართავთ. შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ, გარდა ვერატის ტრანსფერისა". დღესდღეობით, ამ ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული