მადრიდის "ატლეტიკომ" ფერნანდო ტორესს კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
"ატლეტიკომ" გუნდის ლეგენდარულ ფორვარდს, ფერნანდო ტორესს ერთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

33 წლის "ელ ნინიო" თავისუფალი აგენტი გახდა. ის ძველებურად ვეღარ თამაშობს, მაგრამ დიეგო სიმეონე მიიჩნევს, რომ გუნდისთვის ჯერაც სასარგებლო ფეხბურთელია.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ კიდევ ერთი წლით ვრჩები "ატლეტიკოში", - განაცხადა ტორესმა, რომელიც მადრიდულ კლუბში 2001-07 წლებში და 2015 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 45 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული