ალეკო ამისულაშვილი: ვიაჩესლავ გროზნიმ სასიამოვნოდ გამაკვირვა

AutoSharing Option
დღეს "დინამო არენაზე" "ქართული კლასიკოა". თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩებს ყოველთვის განსაკუთრებული ეშხი ახლავს. ამჯერად, მატჩის მნიშვნელობა ყველაფერზე მეტყველებს - თბილისურ დუელში გამარჯვებული საქართველოს თასის ფინალის საგზურს ირგუნებს.

- დინამო VS ტორპედო - მძიმე "ქართული კლასიკო"

ეს მატჩი ორი ტრადიციული ქართული გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ტიტულით დასრულების ერთადერთი საშუალებაა. ეს იქნება ვიაჩესლავ გროზნის დებიუტი "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

გთავაზობით ინტერვიუს თბილისელთა კაპიტან ალეკო ამისულაშვილთან.

- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. ბოლო შანსია თასზე წარმატებით ასპარეზობა იმისთვის, რომ სეზონი
ტიტულით დავასრულოთ. როგორც იცით, "დინამოში" ახალი მწვრთნელი მოვიდა და "ტორპედოსთან" შეხვედრაში მისი დებიუტი შედგება. ჩემპიონატის წინა ტური გამოვტოვეთ და საკმაო დრო გვქონდა საიმისოდ, რომ ამ მატჩისთვის კარგად მოვმზადებულიყავით.

- სამჯერადი ვარჯიშები გაქვთ დღეში. არ გიჭირთ?
- სხვათა შორის, სასიამოვნო ვარჯიშებია, ხშირად - ბურთთან ერთად. რამდენჯერმე გვქონდა გარბენები. ყველანი მაქსიმალურად ვცდილობთ, ახალი მწვრთნელის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ.

- მეტოქეზე რას იტყვით? არცთუ სახარბიელო სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, "ტორპედო" კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული...
- ასე რომ მივუდგეთ საკითხს, სახარბიელო სატურნირო მდგომარეობა არც ჩვენ გვაქვს. ცოტა ხნის წინ "ტორპედოს" თბილისში ფრედ ვეთამაშეთ. ასე რომ, ძალიან რთული მოწინააღმდეგე გვყავს.

- ახალ მწვრთნელს შეეჩვიეთ უკვე?
- ეს პროცესი ძალიან კარგად მიდის. შეხსენება არ გჭირდებათ, კარგა ხანს ვითამაშე რუსეთში, გროზნიმ კი იქ "ტერეკში" იმუშავა მთავარ მწვრთნელად. რაღაცები კი ვიცოდი ამ მწვრთნელზე, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა, როცა უშუალოდ საქმეში ვნახე. პირდაპირ გეტყვით, გროზნიმ სასიამოვნოდ გამაკვირვა.

- რაზე აკეთებს ის აქცენტს?
- შემტევ ფეხბურთზე, ბურთის კონტროლზე... ძალიან მოსწონს აგრესიული ფეხბურთი. პრინციპში, აგრესია იყო ის, რაც ასე დააკლდა "დინამოს" ევროთასებზე.

- "ქართული კლასიკო" ყოველთვის ზეემოციური გამოდის. რას ეტყვით გულშემატკივარს?
- საერთოდ, ფეხბურთი ემოციური სპორტია და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. ვიცი, სხვაგან მეტი ხდება, მაგრამ ჩვენც ყურადღებით უნდა ვიყოთ. მჯერა, ბრძოლა იქნება მხოლოდ მინდორზე და ორივე გუნდის გულშემატკივარი ცივილურად დაუჭერს მხარს საყვარელ გუნდს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
შენც რა სასიამოვნოდ გააკვირვე დღეს გროზნი?
თენგო
18:48 02-11-2016
0
გადაიჰედება დგეს დინამო.ვაი გროზნის და ვუი ტქვენ.
bajo
14:16 02-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული