საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა.

19 ოქტომბერს გამართულ 1/4-ფინალურ დაპირისპირებაში ქუთაისის "ტორპედომ" ოთარ კვერნაძის გოლით (84) სტუმრად ვანის "სულორს" სძლია და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

"სულორი"-"ტორპედოს" მატჩის პარალელურად მიმდინარე "ჩიხურა"-"სამტრედიისა" და "მერანი"-"კოლხეთის" შეხვედრები უგოლოდ დასრულდა და გამარჯვებულთა გამოსავლენად დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

ბოლო, მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობა კი დღეს "დინამო არენაზე" მოგვიანებით გაირკვევა, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული