საქართველოს თასის ფინალი ქუთაისში გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2015/16 წლების სეზონის ფინალური მატჩი ქუთაისში გაიმართება.

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სეზონის ერთ-ერთ მთავარ საფეხბურთო შეხვედრას ქუთაისი პირველად უმასპინძლებს. მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18 მაისს ჩატარდება.

ფინალურ შეხვედრაში მონაწილე კლუბები დღეს საჩხერესა და ბოლნისში გაირკვევა. განმეორებითი ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრას საჩხერის "ჩიხურა" თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ამ გუნდებს შორის გამართული პირველი თამაში თბილისური კლუბის გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

ბოლნისში კი "სიონის" მეტოქე "ვიტ ჯორჯია" იქნება. ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში ფრე, 2:2 დაფიქსირდა. ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 5 მაისს,
16 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული