საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: "სამტრედიამ" ივანწმინდაში მოიგო

AutoSharing Option
7 აპრილს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი 1/2-ფინალური შეხვედრა გაიმართა. ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურამ" "სამტრედიას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე გიორგი თევზაძემ გაიტანა.

დღის მეორე შეხვედრა, რომელშიც თბილისის "დინამო" "ცხინვალს" მასპინძლობს, მოგვიანებით დასრულდება. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 1:0, მასპინძელთა სასარგებლოდ. ანგარიში მათე ცინცაძემ 22-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანით გახსნა.

საპასუხო ნახევარფინალური მატჩები 28 აპრილს გაიმართება.