საგანმანათლებლო პროგრამა - "სფფ-ის სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" ქართულ ენაზე ჩატარდება

AutoSharing Option
2016 წლის 7 ნოემბერს, 11:30 წუთზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: გ.წერეთლის #1, G კორპუსი, დარბაზი G106) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საფეხბურთო განათლების სასერთიფიკატო პროგრამას - "სფფ-ის სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" იწყებს.

აღნიშნული პროგრამა უეფას შესაბამისი სასერთიფიკატო კურსის ქართული ანალოგია და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საფეხბურთო სფეროში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას.
ასევე დაგაინტერესებთ