ჯაბა ჯიღაური: აგრესიულობა - სწორედ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების საწინდარი!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა ევროპალიგის პლეი ოფის მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩს "დინამო" ხვალ ბერძნული პაოკ-ის წინააღმდეგ შინ გამართავს.

- [ოთხშაბათის საკითხავი] ბოლო ევროშანსი
- ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..
- იურაი იარაბეკი: სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ვარ!

"ყველამ ვიცით, რომ პაოკ-ი საბერძნეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

ყველანაირად ვეცადეთ, შეგვესწავლებინა ის და ხვალ ბოლომდე ვიბრძოლებთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა, ფეხბურთელებიც კარგ ფორმაში ვართ. აგრესიულობა გვმართებს. ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვების საწინდარი სწორედ ეს იქნება.

გულშემატკივრებს მოსვლასა და "დინამოს" გულშემატკივრობას ვთხოვ, რადგან ეს ძალიან დაგვეხმარება", - განაცხადა ჯიღაურმა.