თბილისის "დინამოსა" და პაოკ-ის მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი ცნობილია

AutoSharing Option
ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩს თბილისის "დინამო" 18 აგვისტოს "დინამო არენაზე" ბერძნული პაოკ-ის წინააღმდეგ გამართავს.

თბილისური გუნდის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები ბილეთები "დინამო არენას" სალაროებში 14 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით გაიყიდება. სალაროები 11.00 საათიდან 19.00 საათამდე, ხუთშაბათს კი მატჩის დაწყებამდე იმუშავებს. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარს შეადგენს, სქაი ბოქსის ბილეთების ფასი კი 25 ლარი იქნება.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.