უჩა სოსიაშვილი: ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გიუმრის "შირაქთან" დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, "დილა" "შირაქთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

- გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა"

"პირველ რიგში, გამარჯვებულს ვულოცავ. შემდეგ უკვე მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომ 120 წუთის მანძილზე მაქსიმუმი გაიღეს, პენალტები კი საფეხბურთო ლატარეაა და, სამწუხაროდ, დღეს მათ არ გაუმართლა.

თამაში დაძაბული იყო, აქცენტი კონტრშეტევაზე გავაკეთე და პირველი ტიამის განმავლობაში ეს კარგად გამოვიდა. გვქონდა მომენტები,
რომლის რეალიზება ვერ მოვახერხეთ. კარგი იყო მეორე ტაიმიც, უბრალოდ გაგვეპარა ერთი შეცდომა, რის გამოც დავისაჯეთ.

დამატებით დროში მეორე ნომრად აღარავინ ითამაშა. 100%-იანი მომენტები გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია - დღეს დავმარცხდით, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალში უკეთესად ვიასპარეზებთ.

სიტუაციიდან გამომდინარე, არაა ცნობილი რა იქნება ხვალ. ფეხბურთელებს 3-4-დღიან დასვენებას მივცემთ, შემდეგ კი გაირკვევა ვინ წავა და ვინ - დარჩება. დიდი იმედი მაქვს, გუნდი ყველა ფეხბურთელის შენარჩუნებას შეძლებს.

მსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც დღეს აქ იყო და ვინც სამშობლოდან გვგულშემატკივრობდა. დიდ ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული. გპირდებით, გავაგრძელებთ განვითარების გზას!", - განაცხადა მწვრთნელმა.
ასევე დაგაინტერესებთ