ვის მისცეს ხმა "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში კახა ცხადაძემ და ჯაბა კანკავამ

AutoSharing Option
11 იანვარს ციურიხში 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელეს. ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და "ფრანს ფუტბოლთან" ასოცირებულმა ჟურნალისტებმა უპირატესობა "ბარსელონას" ლიდერს მიანიჭეს - "ოქროს ბურთი" უკვე მეხუთედ არგენტინელმა ლიონელ მესიმ დაიმსახურა. მან ხმების 41,33% მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო (27,76%), ხოლო მესამეზე - მესის თანაგუნდელი ნეიმარი (7,86%).

ცნობილი გახდა, ვის მისცეს ხმები საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ.

კახა ცხადაძის არჩევანი:
1. მესი
2. რონალდო
3. ლევანდოვსკი

ჯაბა კანკავას არჩევანი:
1. მესი
2. რონალდო
3. ნოიერი.
status quo:
ეტყობა შენთან არ გაიარეს კონსულტაციები)))
ქომაგი
20:22 12-01-2016
0
გამოუცნიათ თითქმის... ზუსტად იყო რეალობაშიც დალაგებული შარშანდელი წელი-ის ორი უალტერნატივოა და ნეიმარი ამათ მერე ყველას ჯობდა
vaxo
12:44 12-01-2016
0
status quo
აბა მიშა .... ხომ არ შეეკითხებოდენ. წესდებიტ ასეა ვასო.
კახა
12:10 12-01-2016
0
status quo-ს. ხშირად წამიკითხავს შენი კომენტარები და მეგონა ფეხბურთის გაგებაში იყავი სრულად, მაგრამ ...., თუ არ იცოდი ის, რომ საუკეთესო ფეხბურთელი ვლინდება ყველა ნაკრებების მწვრთნელისა და კაპიტანის გამოკითხვით, არ მეგონა. კარგი რა. ასეც რომ არ იყოს, რა მიმართვაა - "ამათ ვინ ეკითხებოდა ხმის მიცემას". ....
gela
11:33 12-01-2016
0
ეგ თუ არ იცი, რომ ერთი კაპიტანია და მეორე მწვრთნელი, ფეხბურთს რატომ უყურებ საერთოდ
status quo-ს
10:54 12-01-2016
0
ამათ ვინ ეკითხებოდათ ხმის მიცემას?
status quo
09:55 12-01-2016
0
სიახლეები პოპულარული