"ბარსელონამ" უეფას სუპერთასი ისტორიაში მეხუთედ თბილისში აღმართა [VIDEO]

AutoSharing Option
11 აგვისტოს თბილისში უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპალიგის ტრიუმფატორი "სევილია" დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი და უაღრესად დრამატული შეხვედრა, რომელიც 120 წუთს გაგრძელდა, კატალონიური გრანდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა.

მატჩის დაწყებამდე "დინამო არენაზე" გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვა.


აღსანიშნავია, რომ პირველი სამი გოლი უკვე შეხვედრის საწყის 16 წუთში გავიდა და სამივე საჯარიმო დარტყმით. ანგარიში ევერ ბანეგამ მე-3 წუთზე გახსნა.

იხილეთ
ვიდეო:
ევერ ბანეგას გოლი

ამას ლიონელ მესის დუბლი მოჰყვა. არგენტინელმა ჯერ მე-7, შემდეგ კი მე-16 წუთზე ორიდან ორივე საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა.

იხილეთ ვიდეო: ლიონელ მესის დუბლი

ტაიმის მიწურულს სევილიელთა მეკარე ბეტოსთან პირისპირ ლუის სუარესი აღმოჩნდა. ურუგვაელმა თავად ვერ გაიტანა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და მისი ბრწყინვალე პასით რაფინიამ (44) შეაგდო.
იხილეთ ვიდეო: რაფინიას გოლი

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სუარესმა თავისი მაინც გაიტანა (52) და უპირატესობა სამბურთიანი გახადა.

მაგრამ გულშემატკივარს თურმე მთავარი ჯერ კიდევ წინ ელოდა - სხვაობა ჯერ ხოსე ანტონიო რეიესმა (57) შეამცირა, შემდეგ კი კევინ გემიერომ (პენ, 72) და იევჰენ კონოპლიანკამ (81) სასწაული მოახდინეს - ძირითადი დრო ფრე 4:4.

გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები დაინიშნა. გამარჯვების გოლი მესის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, დამატებაზე პედრო როდრიგესმა, 115-ე წუთზე გაიტანა.

"ბარსელონამ" სუპერთასი ისტორიაში მეხუთედ აღმართა, რითაც "მილანის" რეკორდი გაიმეორა. თბილისური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესი დასახელდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
და ეს ჯლოყინა კომენტატორების ბუმი ქართულ ტელესივრცესჰი როდის უნდა დამთავრდეს,,,???გულის ამრევია
qartveli
15:12 13-08-2015
0
აფერისტობის ბუმია საქარტველოში, უაზროდ ყრის დანაზოგს მოსახლეობა და მდიდრდებიან ვირეშმაკები გინდა მსოფლიოში გინდა საქართველოში. ვინც იყო სტადიონზე მიჰქარა აბა თქვენ იცით ასე გააგრძელეთ და მერე თქვით ბიძინა გვიშველე!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული