"ბარსელონა" თბილისში 15:30 საათზე ჩამოვა [VIDEO]

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" თბილისში 15:30 საათზე ჩამოვა.

იხილეთ ვიდეო - "ბარსელონას" ფეხბურთელები თბილისში გამოფრინდნენ
Sportall.Ge

"ბარსელონა" სასტუმრო "მერიოტში" დაბინავდება. ესპანეთის ჩემპიონმა სასტუმროს თითქმის ყველა ნომერი დაჯავშნა. სულ "მერიოტის" სასტუმროში 112 ნომერია, აქედან 102-ს კი "ბარსელონა" დაიკავებს.

10 აგვისტოს "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში "ბარსელონა" მატჩისწინა პრესკონფერენციას 20:15 საათზე გამართავს, ხოლო 21:00 საათზე ვარჯიშს ჩაატარებს.

აქვე გეტყვით, რომ "სევილია" პრესკონფერენციას "დინამო არენაზე" 18:30 საათზე გამართავს, ხოლო ვარჯიშს 19:15 საათზე ჩააატარებს.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს "დინამო არენაზე", უეფას სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს "ბარსელონა" და
"სევილია" დაუპირისპირდებიან. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ ეთერს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული