პროექტი: მეგობრობის მატჩი ქართველ და აზერბაიჯანელ ფანებს შორის

AutoSharing Option
გაზეთ "ლელოს" ინიციატივა საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის გულშემატკივართა მეგობრობის საფეხბურთო მატჩის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ.

პროექტის მიზანია:

* ორი მეზობელი ქვეყნის ფეხბურთის გულშემატკივართა დაახლოება-დამეგობრება, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სპორტული პრინციპების დაცვა, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცება-გაღრმავება;

*
ერთმანეთის დახმარება და მხარში დგომა ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში საქართველოსა და აზერბაიჯანის გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩებზე;

* ღირსეული ურთიერთსტუმარმასპინძლობის უზრუნველყოფა;

* ფეხბურთის გულშემატკივრების ინტერესების მაქსიმალური დაცვა;

* პრევენცია ყოველგვარი ექსცესის თავიდან ასაცილებლად;

* ორივე მხარის ფეხბურთის ფანების ერთობლივი საზოგადოებრივი კლუბის შექმნა ბაქოსა და
თბილისში. კლუბი გაუწევს ორგანიზებას მეგობრობის მატჩს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციით. ბაქოსა და თბილისში კლუბთან შეიქმნება ფონდი, რომელიც მოიზიდავს სახსრებს ფანების მიზნობრივი საჭიროებისთვის;

* ტრადიციად ქცეული მატჩები მონაცვლეობით თბილისსა და ბაქოში გაიმართება წელიწადში ორჯერ - შემოდგომასა და გაზაფხულზე;

* აღნიშნული ღონისძიება იქნება ნოვაცია და მისაბაძი მაგალითი სპორტის მოყვარულთა ინტერესების ცივილურ, მრავალმხრივ სასარგებლო მიმართულებით წარმართვისთვის.

გაზეთ "ლელოს" რედაქცია

P.S. მოწონების შემთხვევაში, პროექტი დაეგზავნება საქართველოსა და აზერბაიჯანის საელჩოებს, ამ ორი ქვეყნის სპორტის სამინისტროებსა და ფეხბურთის ფედერაციებს, სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

საზოგადოებრივი აზრის დასაფიქსირებლად საიტ sportall.ge-ზე გამოკითხვა ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ