1934 წლიდან დღემდე - გაზეთი "ლელო" მე-15 000 ნომრის გამოსვლას აღნიშნავს

AutoSharing Option
2017 წლის 12 იანვარს გაზეთი მე-15 000 ნომრის გამოსვლას ზეიმობს. გაზეთ "ლელოს" თამამად შეიძლება ეწოდოს სპორტული ცხოვრების მემატიანე.

უკვე 83 წელია, რაც პირველი სპორტული გაზეთი "ლელო" ქართული და მსოფლიო სპორტის ქომაგებს უახლეს ინფორმაციას აწვდის, მუდმივად არის სპორტული აქტივობების ეპიცენტრში და სწორედ მისი ფურცლებიდან ხდება ამ ხნის განმავლობაში ყველა სპორტული მოვლენის, რეპორტაჟის, სიახლისა თუ ექსკლუზივის გაშუქება.

არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელმაც მიუხედავად იმისა, გატაცებულია თუ არა სპორტით, წარმოდგენა არ ჰქონდეს გაზეთზე, რომელმაც თავისი მრავალწლიანი არსებობის განმავლობაში ათეულობით ოლიმპიადის, ჩემპიონატისა თუ გამარჯვების
გაშუქება შეძლო.

2007 წლიდან გაზეთი "ლელო" "მედიაპალიტრის" ქოლგის ქვეშ გაერთიანდა და მას შემდეგ, ყოველ სამუშაო დღეს სპორტული სიახლეებით იწყებს დილას.

იხილეთ "ლელოს" ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები ინფოგრაფიკაში.

დიდი ზომის სანახავად დააჭირეთ სურათს
Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ ლელოს იუბილეს! ვუსურვებ ტრადიციის გაგრძელებას. კარგი იქნება თუ ინტერნეტზე დაიბრუნებთ ლელოს სახელს და ტრადიციულ ქართული წარწერით დიზაინს.
ლუკა
15:20 11-01-2017
0
გულწრფელად ვულოცავ ლელოს საიუბილეო ნომრის გამოცემას. პირადად მე ძველი ლელოს გაზეთებიდან გავიგე ქართულ ხელბურთზე და ამბერკი ტაბიძეზე (მამაჩემზე) ბევრი რამ. ნამდვილად ქართული სპორტის მემატიანეა!!!
ვასილ ტაბიძე
15:00 11-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული