ქართული ლეგიონი ევროპალიგაზე: უკეთ, ვიდრე ქართული კლუბები

AutoSharing Option
ზაურ სვანაძის სადებიუტო რაუნდი წარმატებული გამოდგა - ბაქოს "ინტერის" ახალმა ქართველმა თავკაცმა გუნდი II რაუნდში სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გაიყვანა. ბაქოში "ინტერისა" და "ლაჩის" შეხვედრა 0:0 დასრულდა.

ასე რომ, ყველაფერი გადაწყვიტა ნიკა კვეკვესკირის საჯარიმომ ალბანეთში (1:1).

დაცვის ცენტრი ისევ სუფთა ქართული იყო - ზურაბ ხიზანიშვილი და ლაშა კასრაძე (პირველმა ყვითელი ბარათი მიიღო). ერთ-ერთ საყრდენად ითამაშა კვეკვესკირმა. აი, გიორგი ლომაია ისევ სათადარიგო დარჩა.

ყველაზე მეტად "ინტერის" საბოლოო გამარჯვებამ კლუბის ბულგარელი პრეზიდენტი გეორგი ნიკოლოვი გაახარა, რომელიც მოედანზე შეიჭრა აზერბაიჯანის დროშით და სიხარულისგან
აქვითინდა.

* * *
სომხური "ულისი" შინ 1:3 დამარცხდა "ბირკირკარასთან" და გათამაშებას გამოეთიშა. მასპინძელთა რიგებში ითამაშეს დავით ხურციძემ, ლევან ჯღარკავამ, გიორგი ხუბუამ, ირაკლი გეფერიძემ და ზამირ ჯანაშიამ (ჯღარკავა შეცვალა).

* * *
პოლონურმა "იაგელონიამ" 8:0 დაამარცხა ლიტვური "კრუოია" და ორი მატჩის ჯამში 9:0 იმარჯვა. მისი შემდეგი მეტოქე "ომონიაა".

პოლონურმა გუნდმა სუსტ მეტოქეს მე-18 წუთზე მესამე გოლი გაუტანა, როცა ნიკა ძალამიძემ საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ნიკამ 90 წუთი ითამაშა.

* * *
ლიტვურმა "ტრაკაიმ" ფარერის კუნძულებზე 4:1 იმარჯვა "ტორსჰავნის" წინააღმდეგ და ორი მატჩის ჯამში 7:1 მოიგო. გამარჯვებულთა რიგებში ნიკა აფაქიძე 54-ე წუთზე გამოჩნდა.

* * *
"სკონტომ", რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, სტუმრად 2:0 მოუგო "სენტ პატრიკს" და ორი მატჩის ჯამში ბრძოლას აგრძელებს (4:1).

* * *
ესტონური "ფლორა" გათამაშებას გამოეთიშა - შინ 1:0 მოგების შემდეგ, სტუმრად 0:2 დამარცხდა "რაბოტნიჩკისთან". ზაქარია ბეგლარიშვილი განაცხადში არ ყოფილა, ირაკლი ლოგუა სტუმრებმა 55-ე წუთზე შეცვალეს.

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო რაუნდი. საპასუხო მატჩები
შემროკი (ირლანდია)-პროგრესი (ლუქსემბურგი) 3:0 (0:0)
ქაირათი (ყაზახეთი)-ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) 2:1 (2:0)
დაჩია (მოლდოვა)-რენოვა (ჩერნოგორია) 4:1 (1:0)
სუტიესკა (ჩერნოგორია)-დებრეცენი (უნგრეთი) 2:0 (0:3)
დუდელანჟი (ლუქსემბურგი)-დუბლინი (ირლანდია) 2:1 (0:1)
ელფსბორგი (შვედეთი)-ლაჰტი (ფინეთი) 5:0 (2:2)
ინტერი (აზერბაიჯანი)-ლაჩი (ალბანეთი) 0:0 (1:1)
ნომე კალიუ (ესტონეთი)-აქტობე (ყაზახეთი) 0:0 (1:0)
სპარტაკსი (ლატვია)-ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია) 0:0 (3:1)
ულისი (სომხეთი)-ბირკირკარა (მალტა) 1:3 (0:0)
ჟოდინო (ბელარუსი)-კუკესი (ალბანეთი) 0:0 (0:2)
შახტიორი (ბელარუსი)-გლენავონი (ჩრ. ირლანდია) 3:0 (2:1)
აიკ (შვედეთი)-ვაასა (ფინეთი) 4:0 (2:2)
აპოლონი (კვიპროსი)-საქსანი (მოლდოვა) 2:0 (2:0)
ბეითარი (ისრაელი)-ორდაბასი (ყაზახეთი) 2:1 (0:0)
ბეროე (ბულგარეთი)-ატლანტასი (ლიტვა) 3:1 (2:0)
ჰაიდუკი (ხორვატია)-სილამიაე (ესტონეთი) 6:2 (1:1)
ოდი (ნორვეგია)-შერიფი (მოლდოვა) 0:0 (3:0)
რუსენბორგი (ნორვეგია)-ვიკინგური (ფარერები) 0:0 (2:0)
სლოვანი (სლოვაკეთი)-ქოლიჯ ეუროპა (გიბრალტარი) 3:0 (6:0)
რანდერსი (დანია)-სენტ ჯულია (ანდორა) 3:0 (1:0)
ლოკომოტივა (ხორვატია)-ეარბასი (უელსი) 2:2 (3:1)
ლუზიტანსი (ანდორა)-ვესტ ჰემი (ინგლისი) 0:1 (0:3)
ჟილინა (სლოვაკეთი)-გლენტორანი (ჩრ. ირლანდია) 3:0 (4:1)
ზრინსკი (ბოსნია)-შირაქი (სომხეთი) 2:1 (0:2)
ლიტექსი (ბულგარეთი)-იელგავა (ლატვია) 2:2 (1:1)
ვადუცი (ლიხტენშტაინი)-ლა ფიორიტა (სან მარინო) 5:1 (5:0)
ბალა თაუნი (უელსი)-დიფერდანჟი (ლუქსემბურგი) 2:1 (1:3)
რუნავიკი (ფარერები)-ლინფილდი (ჩრ. ირლანდია) 4:3 (0:2)
პარტიზანი (ალბანეთი)-სტრიომსგოდსეტი (ნორვეგია) 0:1 (1:3)
რაბოტნიჩკი (მაკედონია)-ფლორა (ესტონეთი) 2:0 (0:1)
შლიონსკი (პოლონეთი)-ცელიე (სლოვენია) 3:1 (1:0)
ტრნავა (სლოვაკეთი)-ოლიმპიკი (ბოსნია) 0:0 (1:1)
ჩუკარიჩკი (სერბეთი)-დომჟალდე (სლოვენია) 0:0 (1:0)
ფერენცვაროში (უნგრეთი)-იგლზი (ჰოლანდია) 4:1 (1:1)
იაგელონია (პოლონეთი)-კრუოია (ლიტვა) 8:0 (1:0)
იუვენესი (სან მარინო)-ბრონდბიუ (დანია) 0:2 (0:9)
კოპერი (სლოვენია)-ვიკინგური (ისლანდია) 2:2 (1:0)
მლადოსტი (ჩერნოგორია)-ნეფთჩი (აზერბაიჯანი) 1:1 (2:2)
ვოივოდინა (სერბეთი)-მტკ (უნგრეთი) 3:1 (0:0)
აბერდინი (შოტლანდია)-შკენდია (მაკედონია) 0:0 (1:1)
ჰბ ტორსჰავნი (ფარერები)-ტრაკაი (ლიტვა) 1:4 (0:3)
სტ. ჯონსტონი (შოტლანდია)-ალაშკერტი (სომხეთი) 2:1 (0:1)
სტ. პატრიკსი (ირლანდია)-სკონტო (ლატვია) 0:2 (1:2)
ვალეტა (მალტა)-ნიუთაუნი (უელსი) 1:2 (1:2)
ჰაფნარფიორდური (ისლანდია)-სიკ (ფინეთი) 1:0 (1:0)
ჟელეზნიჩარი (ბოსნია)-ბალზანი (მალტა) 1:0 (2:0)
კრ რეიკიავიკი (ისლანდია)-კორკ სიტი (ირლანდია) 2:1 დდ, 1:1 (1:1)

II საკვალიფიკაციო რაუნდი
ლეგია (პოლონეთი)-ბოტოშანი (რუმინეთი)
იაგელონია (პოლონეთი)-ომონია (კვიპროსი)
ბეროე (ბულგარეთი)-ბრონდბიუ (დანია)
შემროკი (ირილანდია)-ოდი (ნორვეგია)
ჰაპოელი (ბ-შ, ისრაელი)-თუნი (შვეიცარია)
სლოვანი (სლოვაკეთი)-დუბლინი (ირლანდია)
ვადუცი (ლიხტენშტაინი)-ნომე კალიუ (ესტონეთი)
დაჩია (მოლდოვა)-ჟილინა (სლოვაკეთი)
ჩერნო მორე (ბულგარეთი)-დინამო (მნ, ბელარუსი)
ინვერნესი (შოტლანდია)-ასტრა (რუმინეთი)
შახტიორი (ბელარუსი)-ვოლფსბერგერი (ავსტრია)
შლიონსკი (პოლონეთი)-გიოტებორგი (შვედეთი)
რანდერსი (დანია)-ელფსბორგი (შვედეთი)
ჩუკარიჩკი (სერბეთი)-გაბალა (აზერბაიჯანი)
კუკესი (ალბანეთი)-მლადოსტი (ჩერნოგორია)
ლოკომოტივა (ხორვატია)-პაოკ (საბერძნეთი)
აიკ (შვედეთი)-შირაქი (სომხეთი)
ქაირათი (ყაზახეთი)-ალაშკერტი (სომხეთი)
ფერენცვაროში (უნგრეთი)-ჟელეზნიჩარი (ბოსნია)
ვოივოდინა (სერბეთი)-სპარტაკსი (ლატვია)
იელგავა (ლატვია)-რაბოტნიჩკი (მაკედონია)
ბოლესლავი (ჩეხეთი)-სტრიომსგოდსეტი (ნორვეგია)
ჰაფნარფიორდური (ისლანდია)-ინტერი (აზერბაიჯანი)
რიეკა (ხორვატია)-აბერდინი (შოტლანდია)
ტრნავა (სლოვაკეთი)-ლინფილდი (ჩრ. ირლანდია)
ტრაბზონსფორი (თურქეთი)-დიფერდანჟი (ლუქსემბურგი)
ვესტ ჰემი (ინგლისი)-ბირკირკარა (მალტა)
კოპენჰაგენი (დანია)-ნიუთაუნი (უელსი)
შარლერუა (ბელგია)-ბეითარი (ისრაელი)
აპოლონი (კვიპროსი)-ტრაკაი (ლიტვა)
კოპერი (სლოვენია)-ჰაიდუკი (ხორვატია)
სკონტო (ლატვია)-დებრეცენი (უნგრეთი)
კრ რეიკიავიკი (ისლანდია)-რუსენბორგი (ნორვეგია).

მატჩები გაიმართება 16 და 23 ივლისს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული