"რედისონთან" კრიშტიანო რონალდოს გამოჩენას შეხლა-შემოხლა მოჰყვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, სასტუმრო "რედისონთან" პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრის, კრიშტიანო რონალდოსა და პორტუგალიის ნაკრების გულშემატკივრები შეიკრიბნენ.

ახალგაზრდებს თან აქვთ "რეალის" მაისურები, ფეხბურთელის პლაკატები და ტრანსფარანტები. ისინი საყვარელი ფეხბურთელის სახელს სკანდირებენ და კრიშტიანო რონალდოსგან ავტოგრაფის აღება სურთ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ცოტა ხნის წინ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები ვარჯიშიდან დაბრუნდა. სასტუმრო "რედისონთან" ფეხბურთელები ავტობუსიდან ჩამოვიდნენ. მათ შორის იყო კრიშტიანო რონალდოც, რომლის დანახვასაც შეძახილები და არეულობა მოჰყვა.

რამდენიმე გულშემატკივარმა ფეხბურთელ ნანისთან ჩახუტება და მისგან ავტოგრაფის აღება მოახერხა. შეხლა-შემოხლისას რამდენიმე გულშემატკივარმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

პორტუგალიელი ფეხბურთელები
სასტუმროში შევიდნენ. მათი გულშემატკივრები "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირებს მიღმა რჩებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:
ვაიმე, რა მაგარია - რონალდომ ქართველ ფანებს ავტოგრაფები დაურიგა [VIDEO]
შენ წაგეკიდა ცეცხლი - ქართველი ფანები რონალდოს დახვდნენ [VIDEO]
კრიშტიანო რონალდომ და ნაკრებმა "მესხზე" ივარჯიშეს [PHOTO]
შენ წაგეკიდა ცეცხლი - ქართველი ფანები რონალდოს დახვდნენ [VIDEO]
რატომ ამჯობინა პორტუგალიის ნაკრებმა ერევანს თბილისი
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფუი სამარცხვინოები
შაკო
14:07 11-06-2015
0
ხამობა უმაღლესი დონის!!!
tazo
13:10 11-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული