"მარკ სტარი" - აფრიკელების კიდევ ერთი გუნდი საქართველოში

AutoSharing Option
ფოტო: ახალი გუნდის მესვეურები აფრიკელებთანაც ითანამშრომლებენ

ორიოდე დღის წინ, "მიხეილ მესხზე" გამართულ პრესკონფერენციაზე სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ პირველ ლიგაში თამაშის სურვილი გამოთქვეს "ბორჯომმა", გორის "დილას" დუბლებმა და "საბურთალომ".

შევიტყვეთ, რომ საქართველოში კიდევ ერთი გუნდი - "მარკ სტარი" ყალიბდება, რომელიც რეგიონულ ლიგაში ითამაშებს და აფრიკელებთან ითანამშრომლებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი თენგიზ სულაქველიძე-უმცროსი იქნება, რომელსაც ზაზა ცინარიძე დაეხმარება.

"ჩვენ აქცენტს ქართველ ბიჭებზე გავაკეთებთ, მაგრამ აფრიკელებთანაც ვითანამშრომლებთ. ამის გამო ბევრს არასწორი ინფორმაცია აქვს, თითქოს, ჩვენ UC BEST-ის ბაზაზე ჩამოვყალიბდით. იქიდან 5 მოთამაშე
მართლაც წამოვიყვანეთ, მაგრამ სრულიად სხვა კლუბი ვართ.

რეგიონულ ლიგაში საშინაო შეხვედრებს სულაქველიძის აკადემიის ან "ავაზას" სტადიონებზე ჩავატარებთ. უკვე გვაქვს სრული ეკიპირება.

გუნდის პრეზიდენტი ნიგერიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე კელვინ ოტუს ბლეიკია",
- გვითხრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თენგიზ სულაქველიძემ.

სხვა დეტალებს "მარკ სტარსის" მენეჯერი ბექა ჭავჭანიშვილი გვიმხელს:

"კელვინ ოტუს ბლეიკი საკმაოდ გამოცდილი მენეჯერია და არც "მარკ სტარსია" ახალი ორგანიზაცია - მას 10-წლიანი გამოცდილება გააჩნია.

ჩვენი მიზანია, ნიჭიერ ქართველ და ჩამოყვანილ მოთამაშეებს უფრო ფართო გზა გავუხსნათ და პირველი ლიგის საგზური მოვიპოვოთ.

ამ ეტაპზე მოვიწვიეთ ფეხბურთელები ტუნისიდან, ეგვიპტიდან, სიერა ლეონედან და ნიგერიიდან. საქართველოში ლეგიონერებზე ლიმიტი არ არის და ეს ბარიერი არ გვაბრკოლებს.

ცხადია, უმრავლესობა ქართველი იქნება - მალე ჩვენებურებისთვის ტესტირებას მოვაწყობთ და შემადგენლობას დავაკომპლექტებთ".

რთული სათქმელია, რამდენად რეალურია, რომ რეგიონალლიგელმა თავი ტრანსფერებით შეინახოს, თუმცა საქართველოში იმდენად მცირე რაოდენობის კლუბია, რომ ყოველი ახალი გუნდის ჩამოყალიბება მისასალმებელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გახსოვთ უჩე? - ნიგერიელმა საქართველოში საფეხბურთო ბიზნესი დაიწყო [VIDEO]
"იუსი ბესტი" - აფრიკელების ქართული საფეხბურთო კლუბი
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვითომ კაი კაცის როლს თამაშობ შე არა კაცო შენ კაცებზე როგორ უნდა ილაპარაკო აქ იმალები ...თ გარეთ გამოდი ერთი რა ბიჭი ხარ და განახებ მერე ვინააა კაცი
tengo sulakvelidze
09:26 23-06-2013
0
ყველა მსჰისჰარა კაცის . . . . . დარეკე ან გამოდი ტუ მაგარი ბიცჰი ხარ
tengo sulakvelidze
09:25 23-06-2013
0

სიახლეები პოპულარული