ლევან ცქიტიშვილი: სფფ-ში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით არაფერი დაშავდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამაჟამად ფუტსალის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების შესაძლო ჩატარებაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და ასევე გიორგი დემეტრაძეზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლევან ცქიტიშვილი ლადო ბურდულთან და სხვა ყოფილ ფეხბურთელებთან ერთად საპატიმროში იმყოფებოდა, სადაც დემეტრაძესთან და სხვა პატიმრებთან საფეხბურთო მატჩი გამართა.

ცქიტიშვილთან საუბარი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების საკითხით დავიწყეთ.

- ჩემი აზრით, ისეთი ამბები მოხდა ამჟამად საქართველოში, რომ ყველაფერს გადახედვა სჭირდება და თუ საჭიროა, ალბათ უნდა ჩატარდეს კიდეც რიგგარეშე არჩევნები. ამაში
ცუდი არაფერი იქნება.

ზვიად სიჭინავას შეუძლია საკუთარი კანდიდატურაც დააყენოს, თუ ამას საჭიროდ თვლის. ვინც მოიგებს, ის იქნება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება.

- იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები დაინიშნა, აპირებთ თუ არა თქვენი კანდიდატურის წამოყენებას ან რომელ კანდიდატურას დაუჭერთ მხარს?
- კანდიდატურის წამოყენებას არ ვაპირებ, მაგრამ არის ისეთი კანდიდატურა, ვის გვერდით აუცილებლად დავდგები და ამას ცოტა ხანში გაიგებთ.

- გიორგი დემეტრაძესთან ციხეში საფეხბურთო მატჩი გამართეთ. ამჟამად როგორ გრძნობს თავს გიორგი და მისი გათავისუფლების შესახებ რამე ახალ ინფორმაციას ხომ არ ფლობთ?
- ციხეში მყოფი კაცი როგორ უნდა იყოს?! შეიძლება ითქვას, რომ კარგადაა და მაგრად დგას. ცოტა გამხდარია, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და სულ ცოტა ხანში გაათავისუფლებენ. როგორც ვიცი, სავარაუდოდ ეს ნოემბერში მოხდება.

ყველამ კარგად იცის, რომ დემეტრაძე სულ ტყუილად "იჯდა" და ამიტომ ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.

ასევე იხილეთ:
არსადაც არ მივდივარ! - დარჩება ზვიად სიჭინავა პოსტზე 2015 წლამდე?
გიორგი დემეტრაძე: იმედია, მე და პატიმრების დიდი ნაწილი ოჯახებს ახალ წლამდე ვნახავთ

ფეხბურთელებმა ციხეში გიორგი დემეტრაძესთან მატჩი გამართეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული