ცნობა უეფადან: "საბურთალო" იუნიორების ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს!

AutoSharing Option
"საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდი 2017/18 წლების სეზონის უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე, ანუ იუნიორების ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ეს ამბავი თბილისურმა კლუბმა უეფასგან 4 ივლისს შეიტყო.

"საბურთალომ" 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში თბილისის "დინამოს" 2:1 სძლია და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2015/16 წლების სეზონზე "საბურთალომ" უკვე ითამაშა უეფას ახალგაზრდულ ლიგაში და პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიურ "მიდტიულანდთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა.

წლეულს ტურნირში 1999 წელს დაბადებულები იასპარეზებენ. რეგლამენტის მიხედვით, ყველა გუნდს აქვს უფლება, 1998 წელს დაბადებული 3 ფეხბურთელიც ათამაშოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული