[ვიტალი დარასელიას თასი] ჯგუფები გარკვეულია, განრიგიც დადგინდა

AutoSharing Option
20-დან 25 აპრილის ჩათვლით, ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" საფეხბურთო აკადემია მეორედ უმასპინძლებს საერთაშორისო ტურნირს.

"ვიტალი დარასელიას თასი" შარშანაც გათამაშდა. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელი "დინამო" ჰოლანდიურ "ალკმაართან" დამარცხდა. შარშანდელი ფინალისტისა და გამარჯვებულის გარდა, მოახლოებულ ტურნირში ითამაშებენ მილანის "ინტერი", კიევის "დინამო", "გენტი", ზაგრების "დინამო", ასევე, შარშანდელი მონაწილე "ტრაბზონსფორი" და აზერბაიჯანული "გაბალა" .

თამაშები "დინამოს" აკადემიის მოედანზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას "დინამო არენა" უმასპინძლებს.

გახსნის საზეიმო ცერემონიალი ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში 20 აპრილს, 12 საათზე დაიწყება, ხოლო პირველ შეხვედრაში, 14 საათზე, "დინამო" ბელგიურ
"გენტს" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდები იასპარეზებენ.

A ჯგუფი
დინამო (თბ)
ინტერი
გაბალა
გენტი

B ჯგუფი
ალკმაარი
დინამო (ზ)
ტრაბზონსპორი
დინამო (კ)

20 აპრილი
12:00. გახსნის ცერემონია (აკადემია)
14:00-15:30. დინამო (თბ)-გენტი
16:00-17:30. ინტერი-გაბალა
18:00-19:30. ალკმაარი-დინამო (კ)
20:00-21:30. დინამო (ზ)-ტრაბზონი

21 აპრილი
12:00-13:30. ტრაბზონი-ალკმაარი
14:00-15:30. დინამო (კ)-დინამო (ზ)
16:00-17:30. გაბალა-დინამო (თბ)
18:00-19:30. გენტი-ინტერი

22 აპრილი

12:00-13:30. დინამო (თბ)-ინტერი
14:00-15:30. გაბალა-გენტი
16:00-17:30. ალკმაარი-დინამო (ზ)
18:00-19:30 ტრაბზონი-დინამო (კ)

ნახევარფინალი
24 აპრილი
12:00-13:30. A1-B2
14:00-15:30. B1-A2
18:00-19:30. A3-B4
20:00-21:30. B3-A4

ფინალი
25 აპრილი
VII-VIII ადგილი. 3A4B-3B4A. 10:00
V-VI ადგილი. 3A4B-3B4A. 12:00
III-IV ადგილი. 1A2B-1B2A. 14:00
I-II ადგილი. 1A2B-1B2A. 17:00

მატჩების ხანგრძლივობაა 70 წუთი (2X35), შესვენება 10 წუთი. ფინალური მატჩი (25 აპრილი) 80-წუთიანია (2X40). შესვენება 15 წუთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული