ქართული ფეხბურთი

ქალთა ფეხბურთი

საქართველოს ქალთა ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა.

ამჯერად ჩვენი გოგონები შვეიცარიას ესტუმრნენ და ადგილობრივ ნაკრებთან ანგარიშით 4-0 დამარცხდნენ. ანგარიში მე-9 წუთზე ავტოგოლით გაიხსნა, ბურთი საკუთარ კარში ნათია სხირტლაძემ ჩაჭრა.

დანარჩენი სამი გოლი მასპინძლებმა თავად გაიტანეს. 34-ე, 50-ე და 74-ე წუთებზე ნადირაშვილის კარის აღება ცრნოგორჯევიჩმა, დიკერმანმა და ჰუმმა მოახერხეს.

ბიელი, შვეიცარია, "ტისოტ არენა"

შვეიცარია - საქართველო 4-0
გოლები: 9' სხირტლაძე (ა.გ); 34' ცრნოგორჯევიჩი; 50' დიკერმანი; 74' ჰუმი
გაფრთხილება: 6', 78' ჭყონია; 41' ნადირაშვილი
გაძევება: 78' ჭყონია

შვეიცარია:
მიშელი; ტერხოუნი (72' ბურკი); რინასტი; მოსერი; ველთი; ბახმანი; დიკერმანი; ცრნოგორჯევიჩი; კივიცი (46' ზენდერი); აბე (კ); აიგბოგუნი (60' ჰუმი)
მთ. მწვრთნელი: მარტინა ვოსს-ტეკელენბურგი

საქართველო: ნადირაშვილი; პასიკაშვილი (კ); კოჭლამაზაშვილი; თოდაძე; ჭიჭინაძე; ჭყონია; ჩემინავა (90' კვალიაშვილი); ტატუაშვილი; სხირტლაძე (76' დუმბაძე); სუთიძე; დანელია (67' ზაქაიძე)
მთ. მწვრთნელი: თამაზ კოსტავა

მსაჯები: სოფია კარაგიორგი; ნიკი კარაგიორგი; დორა მირიანტეა (სამივე კვიპროსი); ანნე გაბელონი (შვეიცარია)

ფოტო: www.football.ch

სფფ-ის პრესსამსახური