დღეს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს ჩეხეთის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 19:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასოა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა გოგონებმა ტურნირზე პირველი მატჩი სტუმრად იტალიასთან გამართეს და ანგარიშით 1:6 დამარცხდნმენ.

შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალიისა და ჩეხეთის გარდა, ჩრდილოეთ ირლანდიისა და შვეიცარიის ნაკრებებიც არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული