იტალია-საქართველო 6:1 - ქართველმა გოგონებმა ევროპა მარცხით დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა მარცხით დაიწყო. დღეს, 18 სექტემბერს, ქართველმა გოგონებმა შესარჩევი ჯგუფის პირველი შეხვდრა სტუმრად იტალიის ნაკრებთან გამართეს და ანგარიშით 1:6 დამარცხდნენ.

ქალაქ ლა სპესიაში გამართულ მატჩში ანგარიში დებიუტშივე თამაზ კოსტავას შეგირდებმა გახსნეს. მე-3 წუთზე გატანილი გოლით გულნარა გაბელია გამოირჩა, თუმცა ამის შემდეგ ინიციატივა მასპინძლებმა მთლიანად იგდეს ხელთ და თამარ ნადირაშვილის კარში ექვსი გოლი გაიტანეს.

შესარჩევ ჯგუფში ქართველი გოგონების მეტოქეები, იტალიელთა გარდა, ჩრდილოეთ ირლანდიის, ჩეხეთისა და შვეიცარიის ქალთა ეროვნული ნაკრებები არიან. მომდევნო მატჩს
კი ჩვენი ნაკრები თბილისში, 22 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩეხეთთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა იტალიასთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ნადირაშვილი, პასიკაშვილი, ტატუაშვილი, სუთიძე, კოჭლამაზაშვილი, თოდაძე, ჭყონია, ზაქაიძე (58, სხირტლაძე), ჭიჭინაძე (71, ჩემინავა), გაბელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული