ესეც ლანჩხუთელი "ფირალები"! ნეტავ, ამ გოგონებისნაირი ნიჭიერი ბიჭები მოდიოდნენო...

AutoSharing Option
დიდი ხანია, დურმიშხან ჩხაიძე ლანჩხუთის ბავშვთა საფეხბურთო სკოლას ხელმძღვანელობს. "გურიის" ყოფილი დირექტორი ამაყობდა, რომ 400 ბავშვს უფასოდ ავარჯიშებდა და ზრდიდა.

მაგრამ ახლახან, მას ექსპერიმენტული სკოლა ჩააბარეს.

"ეს არის გოგონათა ექსპერიმენტული საფეხბურთო-სარაგბო სკოლა "ფირალები", რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება 5 დეკემბერს, ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

გოგონათა ჯგუფს საფეხბურთო სკოლაში ვავარჯიშებდი, მაგრამ მე ვიყავი ინიციატორი, მათთვის ორი პოპულარული სახეობის ერთობლივი სკოლა ცალკე რომ გახსნილიყო, რადგან ლანჩხუთში ფეხბურთი ძალიან პოპულარულია და ხალხმა რაგბიც შეიყვარა.

სულ 3 ასაკობრივი ჯგუფია და ისეთი ნიჭიერი გოგონები
მოდიან, მიკვირს კიდეც და ვფიქრობ - ნეტავ, ასეთი შემართულები ბიჭები მოდიოდნენ-მეთქი. ქალთა ნაკრებში 2 გოგონაა და ასაკობრივებშიც გვყავს წარმომადგენლები. რაგბიში კი საქართველოს ჩემპიონები გავხდით.

ვფიქრობ, ჩვენი სახელი გუნდის მიზნებზე მეტყველებს: მეტოქეები ყოველთვის ქულებით უნდა "დავაყაჩაღოთ" და არაფერი დავუთმოთ", - ამბობს ჩხაიძე, რომელიც "ფირალების" დირექტორად დაინიშნა.

"გურიის" ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ სკოლა 1-ლი იანვრიდან "გურიას" შეუერთდება:

"მოგეხსენებათ, ლანჩხუთში ყველა საფეხბურთო შპს გააერთიანეს - გუნდი, სტადიონი და ასე შემდეგ. ეს საკლუბო ლიცენზირების მოთხოვნას უკავშირდებოდა და აქედან გამომდინარე, დადგა საკითხი, რომ "გურიას" საკუთარი საფეხბურთო სკოლა უნდა ჰქონოდა.

გუნდისთვის ისედაც ვმუშაობდით, მაგრამ ეს ურთიერთობები ახლა ოფიციალურად გაფორმდა. თუმცა "გურიას" ბევრი პრობლემა აქვს და სკოლის დატოვება გადავწყვიტე. აჯობებს, ახლა თავად მიხედონ საქმეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული