საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მონტენეგროსთან მარცხი იწვნია

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ლიტვაში, მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში მეორე შეხვედრა მონტენეგროსთან გამართა და 0:2 დამარცდა.

საქართველოს ნაკრების კარი 38-ე წუთზე ვუკჩევიჩმა დალაშქრა, იქამდე კი გატანის კარგი შანსი ჩვენი გუნდის კაპიტანს, ტატიანა მატვეევას ჰქონდა.

თეიმურაზ სვანაძის შეგირდებმა მეორე ტაიმში ანგარიშის გასათანაბრებლად ცდა არ დააკლეს, თუმცა მხოლოდ გაფრთხილებებს გამორჩნენ. შეხვედრის 71-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათისთვის მოედნის დატოვება ჭყონიას მოუხდა.

მსაჯის მიერ წამატებულ დროში მონტენეგრომ კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო - თავი კვლავაც ვუკჩევიჩმა გამოიჩნა.

შეგახსენებთ, საქართველოს ქალთა ნაკრებმა
პირველ ტურში მასპინძელთა გუნდს ამგარიშით 4:3 სძლია, ჯგუფის ბოლო მატჩს კი ფარერებთან 9 აპრილს გამართავს.

სატურნირო ცხრილი
1. მონტენეგრო 2 1 1 0 5-3 4
2.  საქართველო 2 1 0 1 4-5 3
3. ფარერები 1 0 1 0 3-3 1
4. ლიტვა 1 0 0 1 3-4 0

ასევე იხილეთ:

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიტვას მოუგო და ჯგუფში გალიდერდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული