ბათუმის "დინამო" უკრაინელ ფეხბურთელებს იმატებს

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის სამი ტური უკვე მიილია, ბათუმის "დინამომ" კი მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა და ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება.

გუნდი საკმაოდ პერსპექტიულია, მაგრამ "დინამოს" ჰაერივით სჭირდება გაძლიერება.

როგორც შევიტყვეთ, ბათუმელები მალე ორ უკრაინელ ფეხბურთელს დაიმატებენ. ინფორმაციის გადამოწმება კლუბის პრეზიდენტთან, სულხან გოგიბერიძესთან ვცადეთ და მან ეს ამბავი დაგვიდასტურა.

"კარპატიდან" უკვე ჩამოვიდნენ ივან პიცანი და ალექსანდრ ტიმშიშინი, რომლებსაც, ალბათ, განაცხადში მალე შევიყვანთ.

21 წლის პიცანი მეკარეა და უკრაინის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. 23 წლის ტიმშიშინი კი სწრაფი მარჯვენა გარემარბია.

მეკარე დღემდე "კარპატს"
ეკუთვნის და დუბლებში თამაშობდა, შემტევი კი თავისუფალი აგენტი იყო"
, - გვითხრა გოგიბერიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული