Sportall.ge-ს ვერსიით, გიორგი ჭანტურია 2016 წლის საუკეთესო ლეგიონერია

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ვერსიით, 2016 წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი "ურალის" ფორვარდი გიორგი ჭანტურიაა.

საიტი ყოველთვიურად ასახელებს თვის სამ საუკეთესო ლეგიონერს. 2016 წელს თვის სამი ლეგიონერი 10-ჯერ შემოგთავაზეთ (ივნისში ლეგიონი ისვენებდა, ივლის-აგვისტო გავაერთიანეთ). ათიდან ორ შემთხვევაში პირველ ადგილზე სწორედ ჭანტურია გავიდა, ერთხელ კი მან მესამე ადგილი დაიკავა.

თვის საუკეთესო ლეგიონერი 3 ქულას იღებს, მეორე ადგილზე გასული - 2-ს, მესამეზე - 1-ს. ამ პრინციპით ჭანტურიამ 7 ქულა დააგროვა, ზუსტად იმდენი, რამდენიც "სევილიას" ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ, მაგრამ მეტი პირველი ადგილის წყალობით გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ წლეულს
გამორჩეული ლეგიონერი არ გვყოლია, 2015 წლისგან განსხვავებით, როცა "ვიტესის" ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა 10-დან 6 თვეში იმარჯვა და საბოლოოდ 22 ქულით გახდა 2015 წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი.

- ვაკო ყაზაიშვილი 2015 წლის საუკეთესო ლეგიონერია

შეგახსენებთ, რომ ჭანტურია II ბუნდესლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი "დუისბურგის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა მაინც ვერ უშველა გუნდს და ვერ იხსნა გავარდნისგან. ამის შემდეგ ჭანტურია რუსულ "ურალში" გადავიდა, ახალ გუნდს ის ნელ-ნელა შეეგუა და ოქტომბერში საიტის საუკეთესო ლეგიონერთა შორის კვლავ გამოჩნდა.

როგორც უკვე ვთქვით, მეორე ადგილზე (7 ქულა) გავიდა "სევილიას" ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, თუმცა 7-ვე ქულა მან "ხიმნასტიკში" თამაშისას მოიპოვა და ტრავმის გამო დიდი დრო რომ არ გასცდენოდა, დიდი ალბათობით, მეტი ქულების დაგროვებას შეძლებდა.

მესამე ადგილზე 5-5 ქულით ერთბაშად 4 ფეხბურთელი გავიდა: შარშანდელი გამარჯვებული ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი/ლეგია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი), ნიკა კაჭარავა (ახნასი) და ვაკო გვილია (მინსკი/ბატე).

4-4 ქულა მოაგროვეს თორნიკე ოქრიაშვილმა (ესქიშეჰირი/კრასნოდარი) და დავით სხირტლაძემ (სილკებორგი).

3-3- ქულა მოაგროვეს გოგიტა გოგუამ (ირტიში/ორდაბასი), ლევან მჭედლიძემ (ემპოლი) და ლაშა დვალმა (შლიონსკი).

2-2 ქულა აქვთ აკაკი გოგიას (ბრენტფორდი/დინამო დრ), გიორგი ქვილითაიას (რაპიდი) და ჯაბა კანკავას (რეიმსი).

თითო ქულა აქვთ: გიორგი მაკარიძეს (ფეირენშე/მორეირენშე), გურამ კაშიას (ვიტესი) და გიორგი გოროზიას (სტაბეკი).

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის საუკეთესო ლეგიონერად ჩვენმა საიტმა საბა კვირკველია (რუბინი) დაასახელა.

2016 წლის თვის ლეგიონერები

იანვარი
1. ვაკო ყაზაიშვილი; 2 ჯაბა კანკავა; 3. გიორგი მაკარიძე.

თებერვალი
1. გიორგი აბურჯანია; 2. ვაკო ყაზაიშვილი; 3. გურამ კაშია.

მარტი
1. გიორგი ჭანტურია; 2. გიორგი აბურჯანია; 3. ლაშა დვალი.

აპრილი
1. გოგიტა გოგუა; 2. ლაშა დვალი; 3. თორნიკე ოქრიაშვილი.

მაისი
1. გიორგი ჭანტურია; 2. გიორგი აბურჯანია; 3. გიორგი გოროზია.

აგვისტო
1. ჯანო ანანიძე; 2. ვაკო გვილია; 3. დავით სხირტლაძე.

სექტემბერი
1. ვაკო გვილია; 2. ჯანო ანანიძე; 3. დავით სხირტლაძე.

ოქტომბერი
1. ნიკა კაჭარავა; 2. დავით სხირტლაძე; 3. გიორგი ჭანტურია.

ნოემბერი
1. თორნიკე ოქრიაშვილი; 2. აკაკი გოგია; 3. გიორგი ქვილითაია.

დეკემბერი
1. ლევან მჭედლიძე; 2. ნიკა კაჭარავა; 3. გიორგი ქვილითაია.
მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმოიდგინეთ რა დონის ლეგიონერები გვყავს ჭანტურია საუკეთესოდ რომ დაასახელეს!
გიო
13:51 28-12-2016
0
Арабидзе!!!!
Koba
13:18 28-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული