მოსკოვის "ლოკომოტივი" საბა კვირკველიას სანაცვლოდ 3,5 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველის, საბა კვირკველიას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოსკოვის "ლოკომოტივში", ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც რუსული ტელეარხი "Матч ТВ" იუწყება, 24 წლის ქართველი მცველის სანაცვლოდ "რკინიგზელები" 3,5 მლნ ევროს გადახდაზე არიან თანახმა, თუმცა "რუბინი" კვირკველიაში, მინიმუმ, 5 მლნ ევროს ითხოვს. ამასთან, ყაზანელები მხოლოდ საბას გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ, მისი იჯარით გაშვება კი არ სურთ.

ამასობაში, "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელ იური სიომინს "სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტმა პირდაპირ ჰკითხა, აინტერესებს თუ არა მას საბა კვირკველია.

"ჩვენ უამრავი ფეხბურთელი გვაინტერესებს. ხომ ვთქვი უკვე, რომ ახალწვეულები
ყველა პოზიციაზე გვჭირდება, გარდა მეკარისა", - ასეთი იყო სიომინის პასუხი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში საბა კვირკველიას "რუბინში" სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. მან მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა რუსეთის თასზე.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კაცს 5 მილიონად აფასებენ და სათადარიგო სკამზე უზით?რაღაც აფსურდულად ჟღერს
ალეკსანდრე
15:31 27-12-2016
0
შეურაცხყოფის მიყენება არ მინდა, თავის საქმე თვითონ იცის, მაგრამ ესენი პროფესიონალები არ არიან, არც ეს არც ჯანო და კიდე ბევრი... ამათ ურჩევნიათ რუსეთის საშუალო დონის გუნდებში კაი ხელფასი, ვიდრე ისეთ გუნდში გადავლა სადაც ბრძოლა მოუწევთ კიდევ უფრო მეტი ძირითადში მსოახვედრად. ამ მიდგომამ ბევრი ქართელი ტალანტი დაღუპა, იგივე ზაზა ჯანაშია, და მახო ასათიანიც კმარა...
ლევან
15:11 27-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული