ვაკო გვილია: ბატე-ში გადასვლის შემდეგ აგენტებთან თანამშრომლობაზე უარი ვთქვი

AutoSharing Option
შეიცვლის თუ არა ვაკო გვილია კლუბს?

საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერზე ბოლო დროს ბევრი დაიწერა: მის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველოს ნაკრებში მშვენიერი დებიუტი ჰქონდა, ბორისოვის ბატე-ში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა, ბელორუსში კი, პრემიერლიგის საუკეთესოების დაჯილდოების საზეიმო გალა-კონცერტზე წლის სიმბოლურ B ნაკრებში დაასახელეს.

ბელორუსული მედიის სიტყვებია, რაც "ლელომაც" დაწერა - გვილიამ უმაღლესი ლიგა გამოაცოცხლაო.

არის ცნობები, თითქოს, 22 წლის ქართველით გერმანიის ბუნდესლიგის ლიდერები, მე-2 და მე-3 ადგილებზე მყოფი "ლაიპციგი" და "ჰერტა" დაინტერესდნენ. ამავე დროს, "ლელოსთვის" ცნობილი გახდა,
რომ გვილიას დაუკავშირდნენ მენეჯერები და რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის კლუბებში მოწყობას შეჰპირდნენ.

მაგრამ გვილიას ბატე-სთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და რეალურია კი, გუნდი რომ შეიცვალოს?

"ბატე-ში გადასვლის შემდეგ აგენტებთან თანამშრომლობაზე უარი ვთქვი და საკუთარ საქმეებს დამოუკიდებლად ვუძღვები. ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია", - ამბობს გვილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსეთში არ გადახვიდე ბატე რომც დაიშალოს
svan
14:31 16-12-2016
0

სიახლეები პოპულარული