"კრასნოდარის" მწვრთნელი: ოქრიაშვილი მაკრატელას ვარჯიშებზეც ურტყამდა, მაგრამ ვერ იტანდა

AutoSharing Option
"კრასნოდარის" მთავარმა მწვრთნელმა იგორ შალიმოვმა "ზენიტთან" დღეს მოპოვებული გამარჯვების (2:1) შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი თორნიკე ოქრიაშვილის მიერ გატანილ ულამაზეს მაკრატელაზეც გააკეთა.

- თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" ულამაზესი მაკრატელა გაუტანა [VIDEO]

"ვეცადეთ, ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა და თამაში სწრაფ კონტრშეტევაზე აგვეგო. საბედნიეროდ, ბევრი რამ გამოგვივიდა და მოვიგეთ. ბოლო 4 წუთში მოვიგეთ და ეს ერთგვარი სასწაულიცაა.

ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ტექნიკურები იყვნენ და მათგან ასეთი რამ მოსალოდნელია. ოქრიაშვილი მაკრატელას ვარჯიშებზეც ურტყამდა, მაგრამ ვერ იტანდა", - ციტირებს შალიმოვს championat.com.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული