სა­ა­მი­სოდ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ! - რა­ტომ ცხოვ­რობს გვი­ლია ბატე-ს ბა­ზა­ზე

AutoSharing Option
პო­პუ­ლა­რულ­მა ბე­ლა­რუ­სულ­მა ვებ­გ­ვერ­დ­მა "ტრი­ბუ­ნამ" ის 9 ახალ­წ­ვე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და­ა­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­ლი­გის გუნ­დებ­ში წლე­ულს გა­და­ვი­და და უმალ გუნ­დის ლი­დე­რი გახ­და. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და ბა­ტე-ს საყ­რ­დე­ნი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლი ვა­კო გვი­ლიაა0, რო­მელ­მაც ბო­რი­სო­ვოს გუნ­დ­ში 11 შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა, 5 გო­ლი გა­ი­ტა­ნა და 3 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა...

"ზამ­თარ­ში ამ ნა­ხე­ვარ­მ­ც­ველს პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში გა­დას­ვ­ლა შე­ეძ­ლო. ტრან­ს­ფე­რი ბო­ლო მო­მენ­ტ­ში ჩა­ი­შა­ლა და უკ­რა­ი­ნუ­ლი პას­პორ­ტის მქო­ნე ქარ­თ­ველ­მა "მინ­ს­კ­ში" გა­დას­ვ­ლა გა­დაწყ­ვი­ტა.

ყვე­ლა თა­მა­შამ­დე და მ
ის შემ­დე­გაც გვი­ლია ლო­ცუ­ლობს. ჯერ­ჯე­რო­ბით, ამა­ზე ზე­ცი­ე­რი კარ­გად რე­ა­გი­რებს, გვი­ლია კი მო­ე­დან­ზე საქ­მე­ებს აკე­თებს. ის მო­ე­დან­ზე უდი­დეს სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებს. 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­წ­რებს 55 გა­და­ცე­მას (რო­მელ­თა 79 პრო­ცენ­ტიც ზუს­ტია) და ხუთ დრიბ­ლინგს (მათ­გან სამს - წარ­მა­ტე­ბუ­ლად).

მი­სი მი­ნუ­სი ის არის, რომ კარ­ში იშ­ვი­ა­თად არ­ტყამს - მატ­ჩის დროს სა­შუ­ა­ლოდ 1.5-ჯერ. სა­მა­გი­ე­როდ, "სტან­დარ­ტებს" შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს".

ახ­ლა­ხან, "ტრი­ბუ­ნამ" ვა­კო გვი­ლი­ას ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­არ­თ­ვა, სა­ი­და­ნაც გა­სა­გე­ბი ხდე­ბა, რო­გორ გა­და­იქ­ცა უც­ნო­ბი ფეხ­ბურ­თე­ლი სულ რა­ღაც ერ­თი წე­ლი­წად­ში სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფი­გუ­რად.

ინ­ტერ­ვიუ ძა­ლი­ან ვრცე­ლი იყო და ამი­ტომ, მხო­ლოდ მის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფრაგ­მენ­ტებს გთა­ვა­ზობთ...

* * *
"ბა­ტე-ს ყვე­ლა­ზე მარ­თა­ლი ლე­გი­ო­ნე­რი" - ასეა და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი წე­რი­ლი, რომ­ლის ავ­ტო­რიც წერს:

"ვა­კო გვი­ლია ბო­რი­სო­ვის ბა­ტე-ს ბა­ზა­ზე, დუ­დინ­კა­ში ცხოვ­რობს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მწვრთნელ­თან ემ­ზა­დე­ბა და ტოპ 5-ის რო­მე­ლი­მე ლი­გა­ში თა­მაშ­ზე ოც­ნე­ბობს. ახ­ლა­ხან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 22 წლის პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლით ბუნ­დეს­ლი­გის გუნ­დი და­ინ­ტე­რეს­და".

ჟურ­ნა­ლის­ტი და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ ზე­ი­მობ­და ვა­კო გვი­ლია ბე­ლა­რუ­სის ჩემ­პი­ო­ნო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს დრო­შით?

"პერ­ფორ­მან­სი დრო­შით წი­ნას­წარ მო­ვამ­ზა­დე. ევ­რო­პა­ლი­გის ფი­ნა­ლის და­ჯილ­დო­ე­ბის შემ­დეგ ასე გა­ა­კე­თა ჯა­ბა კან­კა­ვამ. ის ჩემ­თ­ვის დი­დი მა­გა­ლი­თია - რო­გორც ადა­მი­ა­ნი და რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლი...

იცით, მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი ხალ­ხი და ქვე­ყა­ნა, მე­ა­მა­ყე­ბა მი­სი ტრა­დი­ცი­ე­ბი. ამი­ტომ, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ ყველ­გან აღ­ტა­ცე­ბით ვი­ლა­პა­რა­კებ. თა­ვი პატ­რი­ო­ტად მი­მაჩ­ნია და რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო არ არის, მინ­და, ყვე­ლამ გა­იც­ნოს", - ამ­ბობს გვი­ლია.

ბა­ტე-ს ქარ­თ­ვე­ლი ლე­გი­ო­ნე­რი იხ­სე­ნებს, რა გა­ნი­ცა­და, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი­დან და­უ­კავ­შირ­დ­ნენ:

"არა­ნორ­მა­ლუ­რად ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. თუმ­ცა, ერ­თია მიწ­ვე­ვა, ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­ში კი - სრუ­ლი­ად სხვა გან­ც­დაა. ვცდი­ლობ­დი, რომ გან­წყო­ბა შე­მექ­მ­ნა არა მხო­ლოდ შეკ­რე­ბა­ზე მი­სას­ვ­ლე­ლად და ძლი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გვერ­დით სა­ვარ­ჯი­შოდ, არა­მედ, შე­ვე­ცა­დე, და­მემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა მწვრთნელ­თა შტა­ბის­თ­ვის, რომ ქვეყ­ნის მთა­ვარ გუნ­დ­ში თა­მა­შის ღირ­სი ვი­ყა­ვი და მას სარ­გებ­ლო­ბას მო­ვუ­ტან­დი.

სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­ვი­და - ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად დამ­ხ­ვ­დ­ნენ და ადაპ­ტა­ცი­ის გავ­ლა არ დამ­ჭირ­ვე­ბია. მქონ­და გან­ც­და, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნაკ­რებ­ში ვთა­მა­შობ­დი.

ირ­ლან­დია-უელ­ს­თან შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო. მო­ე­დან­ზე ნაკ­რე­ბის ფორ­მით რომ გა­ვე­დი, ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ოც­ნე­ბა ავის­რუ­ლე და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი კა­ცი ვი­ყა­ვი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბი­სას თვა­ლებ­ზე ცრემ­ლე­ბი მო­მად­გა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თვალ­წინ და­მიტ­რი­ალ­და.

ჩემ­თ­ვის უდი­დე­სი პა­ტი­ვია, ქვე­ყა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე რომ წარ­მო­ვად­გენ. ბუ­ნებ­რი­ვია, ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში დე­ბი­უ­ტი ბევ­რ­მა ადა­მი­ან­მა მო­მი­ლო­ცა. ვცდი­ლობ­დი, ინ­ტერ­ნე­ტის­გან თა­ვი შორს და­მე­ჭი­რა და სი­ახ­ლე­ებს არ გავ­ც­ნო­ბო­დი. ვვარ­ჯი­შობ­დი და უელ­ს­თან სა­მატ­ჩო გან­წყო­ბას ვიქ­მ­ნი­დი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მხო­ლოდ მატ­ჩის შემ­დეგ შე­ვე­დი და ვნა­ხე, რომ ას­ზე მე­ტი წე­რი­ლი იყო მო­სუ­ლი".

გვი­ლი­ას ჰკითხეს, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და ზი­ნე­დინ ზი­და­ნის ად­გილ­ზე, რო­მელ­მაც 2006 წლის მსოფ­ლიოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში მარ­კო მა­ტე­რა­ცის მკერ­დ­ში თა­ვუ­რი ჩას­ცხო:

"შე­საძ­ლოა, მეც ასე მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფე­რი ოჯა­ხი­დან იწყე­ბა. ჩემ­თ­ვის მშობ­ლე­ბი წმინ­და ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მათ ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, გუ­ლი და სუ­ლი მომ­ცეს.

სა­ერ­თოდ, თა­ვის ოჯახს ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლი აფა­სებს. სექ­ტემ­ბერ­ში ჩე­მი მშობ­ლე­ბი მეწ­ვივ­ნენ და "ბო­რი­სო­ვო არე­ნა­ზე" მი­ვიწ­ვიე, სა­დაც ჩვენ ვთა­მა­შობ­დით. ამ დღეს მა­მა­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღე იყო. ძა­ლი­ან მინ­დო­და, სწო­რედ იმ მატ­ჩ­ში გა­მე­ტა­ნა გო­ლი.

სა­გან­გე­ბოდ, ფორ­მის შიგ­ნით მა­ი­სუ­რა ჩა­ვიც­ვი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რით - "მა­მა, გი­ლო­ცავ"! მად­ლო­ბა ღმერთს, გა­ვი­ტა­ნე და ჩა­ნა­ფიქ­რი ავის­რუ­ლე. მშობ­ლე­ბი ჩემს გა­მო უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვ­ნენ".

ახ­ლა კი თე­მა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა დამ­წყებ­მა მო­თა­მა­შემ უნ­და წა­ი­კითხოს. გვი­ლია ჰყვე­ბა, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა ბა­ტე-ს ბა­ზა­ზე ცხოვ­რე­ბა:

"აქ თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვგრძნობ. იმა­ვეს ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა კლუბ­ში, სა­დაც კი მი­თა­მა­შია და ვფიქ­რობ, ეს სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა. რო­ცა ბა­ზა­ზე ცხოვ­რობ, შენს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას უფ­რო მე­ტი დროს უთ­მობ. ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მიძ­ლია ტრე­ნა­ჟო­რე­ბის დარ­ბაზ­ში ან აუზ­ზე შეს­ვ­ლა. შე­მიძ­ლია ბურ­თი ავი­ღო და ვი­ვარ­ჯი­შო ჯა­რი­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ან უბ­რა­ლოდ ტექ­ნი­კა­ზე წა­ვი­მუ­შა­ო.

ჩემს ზო­გი­ერთ თა­ნა­გუნ­დელს უკ­ვირს - არ გე­ში­ნია, ბა­ზა­ზე მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი ჭკუ­ი­დან რომ გა­დახ­ვი­დეო? მაგ­რამ ამა­ზე უბ­რა­ლოდ მე­ღი­მე­ბა. ისიც პლუ­სია, რომ რე­ჟიმს ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ცავ და უკ­ვე 9-10 სა­ათ­ზე ვი­ძი­ნებ. გარ­თო­ბა თუ მინ­და, უპ­რობ­ლე­მოდ შე­მიძ­ლია მინ­ს­კ­ში ან ბო­რი­სო­ვო­ში ჩას­ვ­ლა. მაგ­რამ ამას იშ­ვი­ა­თად ვა­კე­თებ, მხო­ლოდ ფეხ­ბურ­თ­ზე ვარ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი.

ჩემ­თ­ვის ერთ-ერ­თი პა­ტივ­სა­ცე­მი ფეხ­ბურ­თე­ლი ჰენ­რიხ მხი­თა­რი­ა­ნიც სულ ბა­ზა­ზე ცხოვ­რობ­და და ფიქ­რობ­და, უკე­თე­სად რო­გორ ეთა­მა­შა. სპორ­ტ­ში მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად რა­ღაც აუცი­ლებ­ლად უნ­და დათ­მო. დი­ახ, ბა­ზა­ზე მარ­ტო ვცხოვ­რობ, მაგ­რამ სუ­ლაც არ ვარ მოწყე­ნი­ლი".

აღ­მოჩ­ნ­და, რომ გვი­ლი­ას პი­რა­დი მწვრთნე­ლი ჰყო­ლია:

"ის ზა­პო­რო­ჟი­ე­ში გა­ვი­ცა­ნი. მა­შინ ძა­ლი­ან სუს­ტი ვი­ყა­ვი და ღო­ნი­ერ მე­ტო­ქეს­თან ორ­თაბ­რ­ძო­ლებ­ში შან­სი არ მქონ­და. მაგ­რამ არა­ვის არა­ფერს ვუთ­მობ­დი და ჩე­მი ეს ჟი­ნი რომ და­ი­ნა­ხა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა.

და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა და არა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად, არა­მედ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ვი­ზარ­დე. მირ­ჩევს, მატ­ჩის­თ­ვის ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად სწო­რად რო­გორ მო­ვემ­ზა­დო და თა­მა­შის შემ­დეგ ძა­ლე­ბი რო­გორ აღ­ვიდ­გი­ნო. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ეს კა­ცი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა­სა და მიზ­ნის მიღ­წე­ვის გზას მას­წავ­ლის.

ცხა­დია, მი­ზა­ნიც და­ვი­სა­ხე - 5 წამ­ყ­ვა­ნი სა­ფეხ­ბურ­თო ქვეყ­ნის რო­მე­ლი­მე ლი­გა­ში მოხ­ვედ­რა და იქ თა­ვის გა­მო­ჩე­ნა მსურს. სა­ა­მი­სოდ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, მე­რე კი ისე იყოს, რა­საც ღმერ­თი ინე­ბებს. მი­მაჩ­ნია, რომ ამ ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა შე­მიძ­ლია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 40 /
ზუსტად ისეთი კაცი ყოფოილხარ როგორსაც ვნატრობდი, ვაკო შენსავით უნდა აზროვნებდეს ნებისმიერი ქართვეკლი ფეხბურთელი ვისაც შეუძლია ქართული ჰიმნის დროს ცრემლები მოუვიდეს და ამავე დროს ბაზაზე იცხოვროს მეტი დაოსტატებისთვის ,მაგალითი ხარ შენ დღევანდელი თაობისათვის , სულ წარმატებებიიიიი
zura
18:02 07-11-2016
0
Dzaan gtxov ar dablokot...batono levan(kobiashvili) wina pederaciebi mito ar mogvwonda krishobia da asetebi rom iyo pederaciashi nakrebshi da a.sh...sheni mosvlit vipiqret es moispoboda...magram iseti piri uchans...dzaan minda ar davijero da mjerodes sheni da sheni gundis...levan ra migwevebis gamoa dvalishvili nakrebshi...??? Bolo 2weliwadshi ramdeni goli gaitana...roca nakrebshi iyavi asetebi rom xdeboda vici ar mogvwonda...ityvit es mwvrtnelis gadasawyvetiao...gpasuxobt:-tu mwvrtneli ver xedavs masze uketes da perspeqtiul axalgazrda tavdamsxmelebs romlebsac taviant gundebshi sistematiurad gaaqvt golebi 1.an tqven ar awvdit inpormacias matze( ragac mizezta gamo) da es ukve Didi danashauli da tu asea axlave moeget gons jobia winamorbedebivit rom ar shedzuldet xalxs...2tu adzlevt inpormacias da ver an ar xedavs wavides saxlshi jobia (isev tqven minusad rom ar dagewerot)tu nakrebi gtkivat gaushvit adresatamde waikitxavs dapiqrdeba
Iverieli13
12:03 07-11-2016
0

სიახლეები პოპულარული