13-წლიანი ეპოქა დასრულდა - "ბატე" ბელარუსის ჩემპიონი ვერ გახდა

AutoSharing Option
ბელარუსის პრემიერლიგას ახალი გამარჯვებული ჰყავს - "ბატეს" 13-წლიანი დომინაცია ბრესტის "დინამომ" დაამხო და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

"ბატე" ბელარუსის ჩემპიონატს, 2006 წლიდან მოყოლებული, მუდმივად იგებდა. ყველაზე ახლოს ბორისოველები ჩემპიონობის დაკარგვასთან 2017 წელს იყვნენ, თუმცა 96-ე წუთზე გატანილი გოლით მაინც გაიმარჯვეს.

წელს კი "ბატეს" აღარ გაუმართლა და ჩემპიონობა ბრესტის "დინამოს" გადაულოცა, რომლის შემადგენლობაში ერთ დროს კიევის "დინამოს" კაპიტანი და ახალგაზრდა შევჩენკოდ შერაცხილი არტ(წ)იომ მილევსკი გამოდის. ლაშა შინდაგორიძის "შახტიორმა" მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული