ლეგიონი: ვაკო გვილიას მოგება და საგოლე პასი ბელორუსის ჩემპიონატში

AutoSharing Option
ბელარუსის მიმდინარე ჩემიონატის 27-ე ტურში საგოლე პასი მიითვალა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ.

28 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში გვილიას გუნდმა ბორისოვის ბატე-მ, რომელმაც ვადამდე გაინაღდა ჩემპიონობა, მინსკში ადგილობრივ "კრუმკაჩის" სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

სტუმართა მეორე გოლი მატჩის 57-ე წუთზე სწორედ გვილიას მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა. მანამდე კი ქართველ ნახევარმცველს თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარიდან მეტოქე გუნდის მცველმა გამოიტანა.

ბატე-ს ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 67 ქულა აქვს და მეტოქეთათვის მიუწვდომელია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები,ეს ბიჭი ევროპას უმიზნებს აშკარად
გიო
18:42 29-10-2016
0
პირველ გოლშიც მიიღო მონაწილეობა :) მისი გრძელი პასით დაიწყო შეტევა, ფლანგზე ნახა პარტნიორი და იმან ჩაუწოდა საგოლედ.
Tbiliseli
17:20 29-10-2016
0

სიახლეები პოპულარული