გიორგი აბურჯანია მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ანდალუსიის "სევილიას" 21 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია მოედანს 2 კვირაში დაუბრუნდება.

აბურჯანიამ სარეაბილიტაციო კურსი უკვე დაიწყო და 14 დღეში გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანია ავსტრიასთან მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გუნდი ნაადრევად დატოვა. ფეხბურთელს ვარჯიშზე ზედა კუნთი გაუწყდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული