თორნიკე ოქრიაშვილს "კრასნოდარში" ქართულად მიესალმნენ [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კრასნოდარში ჩავიდა. ფეხბურთელის აგენტი მამე ამიროვი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ აწერს თორნიკე კონტრაქტს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ოქრიაშვილს თბილი დახვედრა მოუწყვეს "კრასნოდარის" სტადიონზე - მას დიდ მონიტორზე ქართული წარწერით მიესალმნენ: "მოგესალმებით ჩვენი კლუბის სახელით".

შეგახსენებთ, რომ "კრასნოდარში" გადასვლამდე, 24 წლის შემტევ ნახევარმცველს ბელგიური "გენკიდან" ფრანგულ "მარსელში" ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაეშალა, სადაც სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. თორნიკე "გენკში" 2014 წლიდან თამაშობდა, მან 35 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გასულ სეზონის დიდი ნაწილი კი იჯარით
თურქულ "ესქიშეჰირში" გაატარა. ცოტა ხნის წინ ოქრიაშვილმა და ბელგიურმა კლუბმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტეს.

რაც შეეხება თორნიკეს ახალ კლუბს, "კრასნოდარი" წელს ევროპის ლიგაზე ასპარეზობს და ჯგუფში "ნიცასთან", "შალკესა" და "ზალცბურგთან" ერთადაა. გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში მომავალ მატჩს 11 სექტემბერს, სტუმრად "უფასთან" ჩაატარებს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
წარმატებები მინდა ვუსურვო კველა ჩვენს ფეხბურთელს სადაც არ უნდა იყვნენ ისინი!
malxazi
17:04 12-09-2016
0
დღესდღეისობით კრასნოდარი აიაქზე,მილანზე და ბევრ მასეთ გუნდზე ძლიერია, რა გაწუწუნებთ
tyeshelaant giji
15:51 10-09-2016
0

სიახლეები პოპულარული