ლეგიონი: ლუკა კობერიძე უკრაინის პირველი ლიგის მე-6 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

AutoSharing Option
უკრაინის პირველი ლიგის წარმომადგენელ "დესნას" 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ლუკა კობერიძე football.ua-ს მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

პირველი ლიგის მე-6 ტურში "დესნამ" "ვერესს" უმასპინძლა. მატჩი უგოლოდ დასრულდა.

"ამ სეზონში პირველად - ტურის სიმბოლურში ლეგიონერი ხვდება. ქართველი ნახევარმცველი ლუკა კობერიძე "ვერესთან" გამართული მატჩში ყველაზე ნათელი წერტილი იყო. ორი თანაბარი ძალის გუნდთა დაპირისპირებაში კობერიძემ მოედნის ცენტრში ყველა ორთაბრძოლა მოიგო და მეტოქე გუნდს მისი კოზირების გამოყენების უფლება არ მისცა - ვოლოშინოვიჩის სიჩქარისა და ორლოვსკის დარტყმის. ფიზიკური მონაცემებისა და პოზიციის სწორი შერჩევით, ქართველი
ნახევარმცველი ცენტრში, პრაქტიკულად, ყველა ორთაბრძოლას იგებს ხოლმე", - წერს საიტი ქართველზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ის მაინც დაწარეთ ვინაა ეს კობერიძე, სად გაიზარდა,საქართველოს მოქალაქეა თუ უკრაინის? ღიმილის მომგვრელია 21 წლის ფეხბურთელი უკრაინის პირველ ლიგაში სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და თქვენც გამოაჭენეთ.
dato
14:32 29-08-2016
0

სიახლეები პოპულარული