ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"პერუჯამ" "ემპოლისთან" ლევან მჭედლიძის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
იტალიის სერია "ბ"-ს გუნდმა "პერუჯამ" "ემპოლის" ლევან მჭედლიძის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური tuttomercatoweb-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ორ კლუბს შორის ქართველთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში გაირკვევა, გადავა თუ არა მჭედლიძე "პერუჯაში". ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას სთავაზობს "პერუჯა" "ემპოლის" ფორვარდის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ "ემპოლიმ" ლევან მჭედლიძე 2010 წელს "პალერმოდან" 1,3 მილიონ ევროდ შეიძინა.