პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ემპოლისთან" 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
სერია A-ს 33-ე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ „ემპოლისთან“ 0:1 მარცხდება.

მატჩის წინ კოკისპირულად იწვიმა, თუმცა შემდეგ გამოიდარა და შეხვედრა შესანიშნავ პირობებში ჩატარდა. ტრადიციულად დებიუტში ნეაპოლელთა უხეირო დაცვა ჩავარდა და მასპინძლები თავურით ჩერიმ დააწინაურა. სტუმრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, პირველი მომენტი მხოლოდ 24-ე წუთზე შექმნეს, როდესაც კვარაცხელიამ ფიზიკურ ორთაბრძოლაში მცველი ჩამოიცილა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარე კაპრილემ ფეხით მოიგერია, რომელიც „ნაპოლის“ საკუთრებაა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში თავის კლუბში დაბრუნდება. „ემპოლის“ კი მეორე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა კამბიაგოს დარტყმული
ბურთი ძელს მოხვდა.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“

ემპოლი - ნაპოლი
გოლები: 1:0 ჩერი (4)

altმატჩის დღე! კვარაცხელია კარგად ათამაშებულ შეტევაში და გუნდი, რომელმაც გარსია შეიწირა...

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვერ ვხვდები.თუ კი ხვიჩა არ ჭირდებათ რატომ გამოჰყავთ მოედანზე,ან რატომ ჰყავთ საერთოდ გუნდში
ჯუჯი
21:26 20-04-2024
3
სულ უფრო და უფრო უსუსური ხდება ნაპოლი
დავით 67
21:18 20-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული