ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან მჭედლიძემ კარიერა, შესაძლოა, სერია ბ-ში გააგრძელოს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ კარიერა, შესაძლოა, იტალიის სერია ბ-ში გააგრძელოს.

როგორც pianetaempoli.it-ი წერს, ქართველი ფორვარდი "პერუჯას" სურს, რომელსაც, მართალია ჯერ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს "ემპოლისთვის", თუმცა უახლოეს პერიოდში აპირებს.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ "ემპოლის" მჭედლიძე ტრანსფერზე არ დაუყენებია, კონკრეტული წინადადების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, მჭედლიძე გაყიდოს.