Liga2-online: ხმათა 61%-ით, გიორგი ჭანტურია ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელია!

AutoSharing Option
გერმანული liga2-online.de-ს მკითხველებმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელად "დუისბურგის" ქართველი ფორვარდი გიორგი ჭანტურია დაასახელეს.

- ლეგიონის უქმეები: "დუისბურგის" მხსნელი გიორგი ჭანტურია [VIDEO]


შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში "დუისბურგმა" ელიტაში უკვე აღზევებულ "ლაიპციგს" უმასპინძლა და სწორედ ჭანტურიას გოლით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რითაც მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნას გადაურჩა.

მკითხველთა გამოკითხვაში ქართველმა ფორვარდმა ხმათა 61% მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული