ლუკა ჰუფნაგელი მინდორს "ფრაიბურგის" დუბლებში დაუბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი მინდორს დაუბრუნდა. გერმანული "ფრაიბურგის" ფეხბურთელმა მწვავე ვირუსული დაავადება გადაიტანა.

ჰუფნაგელმა 90 წუთი ითამაშა "ფრაიბურგის" დუბლშემადგენლობის გასვლით მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა "ჰომბურგთან" 0:2 დათმო.

ცხადია, სამწვრთნელო შტაბი ჰუფნაგელს თანდათან აჩვევს დიდ დატვირთვებს. რაც შეეხება "ფრაიბურგს", ამ გუნდის ერთადერთი მიზანი ბუნდესლიგაში დაბრუნებაა.

ჰუფნაგელმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთი მატჩი ჩაატარა. ეს იყო გასული წლის შემოდგომაზე, ესტონეთთან საგარეო ამხანაგურ მატჩში, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მარცხიანი (0:3) გამოდგა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული