"ვიტესის" ფანებმა მატჩის დროს გურამ კაშიას მხარდასაჭერი აქცია გამართეს [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
გუშინ, 27 იანვარს, ერედივიზიეს მე-20 ტურში გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესმა" საკუთარ მოედანზე "ზვოლე" მიიღო და ფრეს დასჯერდა - 1:1.

ვაკო ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, გურამ კაშია კი ისევ სათადარიგოთა სკამზე...

"ვიტესის" გულშემატკივრებმა ქართველი მცველის მხარდასაჭერი აქცია შეხვედრის 37-ე წუთზე (კაშია "ვიტესში" 37-ნომრიანი მაისურით თამაშობს) გამართეს - ისინი 1 წუთის განმავლობაში გურამ კაშიას სკანდირებდნენ, სექტორზე კი ბანერი გამოფინეს - "მოვითხოვთ კაშიას".

ჩატარებული 20 შეხვედრის მერე "ვიტესი" 22 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს.
შესაძლოა ვცდები, მაგრამ კაშიას არანაირი მოწოდება არ გაუკეთებია გულშემატკივრებისათვის...შემშურდა ვიტესის გულშემატკივრების,ამას ჰქვია დაფასება,პატივისცემა და თანადგომა...საღოლ!
murtalo
03:09 29-01-2016
0
მაგრამ ჩვენთან ხო პოპულიზმი მოდაშია და საკუთარი წარუმატებლობების სხვებზე გადაბრალება, შეთქმულების თეორიები და სხვა. არ გამიკვირდება თუ ვიტესის მწვრთნელს რუსეთის აგენტობას დააბრალებთ აქაოდა კაშიასნაირ მცველს სკამზე შებედა დატოვებაო
levani
00:40 29-01-2016
0
კაშიას დასამტკიცებელი არაფერი აქვს. უსიტყვოდ ეკუთვნის ძირითადში ადგილი
kiki
17:18 28-01-2016
0
ნაბრდზოლებიც აქვს და 3 გოლიც გატანილი პირველ წრეში. კაპიტანი იმსახურებს სასტავში თამაშს
lasha
16:31 28-01-2016
0
ხალხო რა შუაშია აქ დანაშაული? მწვრთნელმა ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე სხვა უფრო იმსახურებს ადგილს ძირითადში(სხვათაშორის წინა მწვრთლელიც ასე ფიქრობდა ბოლო დროს). ეტყობა სხვა უკეთესია ამ ეტაპზე და ეს ობიექტურია. კაშია კი არა ისეთი ვარსკვლავები მსხდარან სკამზე.. რა საქციელია მისი მხრიდაან გულშემატკივრებს, რომ მოუწოდა მხარდაჭერისკენ? იშრომე და დაამტკიცე შე დალოცვილო რა, ან გამოიცვალე გუნდი ბოლო-ბოლო თუ ეგეთი მაგარი ხარ და მთხოვნელი არ გაკლია
levani
16:06 28-01-2016
0
ტრამვა მიიღო მოიშუშა და იმის მერე აღარ ატამაშებს მწვრტნელი.
GFF STOP
15:51 28-01-2016
0
რა დააშავა ამ კაცმა.
კახა
14:14 28-01-2016
0
სიახლეები პოპულარული