12:39 26-01-2016
გიორგი არაბიძემ დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდში დუბლი შეასრულა [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, პირველი გოლი 64-ე წუთზე, ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გაიტანა და ანგარიშში დონეცკელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა - 3:1. გიორგიმ დუბლი მატჩის ბოლო წუთზე შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ "შახტარის" თავკაცმა მირჩა ლუჩესკუმ ამ თამაშში მეტწილად ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.
უკრაინული გუნდი აშშ-ში შეკრებაზე მომდევნო სპარინგ-შეხვედრას თბილისის დროით 27 იანვარს, ამერიკულ "ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსთან" გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული