"ვოლინის" ფანებმა 2015 წლის საუკეთესო მოთამაშედ სანდრო კობახიძე აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
უკრაინული საფეხბურთო კლუბის, ლუცკის "ვოლინის" ოფიციალურმა საიტმა ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა გულშემატკივართა შორის, რომლის მიზანი 2015 წელს გუნდის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა იყო. სასიხარულოა, რომ კლუბის ფანებმა ასეთად საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი სანდრო კობახიძე მიიჩნიეს.

გამოკითხვაში "ვოლინის" ის 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებმაც სულ ცოტა, ათი შეხვედრა მაინც ჩაატარეს გუნდის მაისურით უკრაინის ჩემპიონატსა და თასზე. სანდრომ დიდი უპირატესობით აჯობა ყველას - მან 862 ხმა მიიღო, რაც გამოკითხულ გულშემატკივართა 41,5%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო კობახიძე "ვოლინში" 2014 წლიდან, იჯარის წესით გამოდის, მასზე სატრანსფერო უფლებები კი დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ეკუთვნის.
ძალიანაც კარგი წარმატებები კობახიძეს.
bebeto
17:01 02-01-2016
0
ყოჩაღ! წარმატებით გაგეგრძელებინოს!
0
დნეპრი უკეთესი გნდია
მმმმმმმმ
14:41 02-01-2016
0
ძაან სასიამოვნოა და გულწრფელად ვულოცავ!
soxumeli
13:36 02-01-2016
0
კარგი ამბებია. აქეთ კობახიძე აირჩიეს გულშემატკივრებმა და იქით თარგამაძე რომელმაც მხოლოდ 7 თუ 8 ტური ითამაშა.
კახაბერი
12:41 02-01-2016
0
სიახლეები პოპულარული