ლეგიონი: ქართველი ფეხბურთელების შედეგიანობა - 0

AutoSharing Option
რუსეთი
საბა კვირკველიას ყაზანის "რუბინმა" რუსეთის ჩემპიოანტის მეხუთე ტურის მატჩში სტუმრად "ყუბანს" შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრემიერლიგაში ეს "რუბინის" პირველი გამარჯვებაა. კვირკველიამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

მოსკოვურ დერბიში ჯანო ანანიძის "სპარტაკი" შინ ცსკა-სთან ანაგრიშით 1:2 დამარცხდა. ანანიძე განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა.

უკრაინა
ბუბა დაუშვილის ლვოვის "კარპატი" უკრაინის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩში სტუმრად კიევის "დინამოსთან" ანაგრაიშით 0:3 დამარცხდა. დაუშვილმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

იტალია
ლევან მჭედლიძის "ემპოლი" იტალიის თასზე "ვიჩენცას" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით წააგო. მჭედლიძე მოედანზე 66-ე წუთზე
შევიდა.

ბელგია
თორნიკე ოქრიაშვილისა და ლუკა ზარანდიას "გენკმა" ბელგიის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში "ვესტერლოს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ოქრიაშვილი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა, ხოლო ზარანდია განაცხადში არ ყოფილა.

დანია
მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის "ორჰუსმა" დანიის ჩემპიონატის მხეუთე ტურის მატჩში "ოლბოგთან" ანაგრიშით 2:3 დამარცხდა. ვაწაძეს ტრავმის გამო არ უთამაშია, ხოლო სხირტლაძე მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა.

თურქეთი
შოთა არველაძის "ტრაბზონსფორმა" თურქეთის სუპერლიგა მოგებით გახსნა. "ტრაბზონსფორმა" "ბურსასფორს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

გერმნია
გერმანიის მესამე ბუნდესლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის "ვერდერი" სტუმრად "ჰოლშტეინთან" ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

პაპუნაშვილმა "ვერდერის" 23-წლამდელთა გუნდის განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.

ჰოლანდია
გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილი არნემის "ვიტესმა" ერედივიზიონის მეორე ტურის მატჩში შინ "როდას" ანგარიშით 3:0 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ეს "ვიტესის" პირველი გამარჯვება ახალ სეზონში. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალადეც ავტორი ჰგონია შედეგიანობა მარტო გატანილ გოლებში აისახება!
vato
16:17 16-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული